
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს „მთიების“ მეთორმეტე კლასთან მქონდა ერთ-ერთი ბოლო გაკვეთილი - მაისში სკოლას ამთავრებენ. ეს იყო თავისუფალი დიალოგი თემაზე: „ბიბლია და ლიტერატურა“. რამდენიმე მთავარ საკითხსა თუ იდეაზე ვისაუბრეთ:
1. ბიბლია და ჰაგიოგრაფია;
2. „ოლამი“ - სამყაროს ბიბლიური საზრისი;
3. ქება-ქებათაი - სიყვარულის ბიბლიური ხედვა;
4. ბიბლიური იგავები;
5. მტრების სიყვარულიდან - ღვთაებრივ სრულქმნილებამდე;
6. რას ნიშნავს ბიბლიის ენაზე „ჭეშმარიტება“?
7. რას გულისხმობს ღვთის ხატება და მსგავსება?
8. რატომ კვდება ლუარსაბი ფერისცვალების დღეს?
9. რა არის ეკლესიასტეს წიგნის მთავარი სათქმელები?
10. რას მოგვითხრობენ ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი“ და ჟოზე სარამაგუს „კაენი“?
რა თქმა უნდა, მოკლედ ვსაუბრობდით - ზოგი რამ გავიხსენეთ, ზოგზეც ახლად ვთქვით.
სისტემური წარმოდგენა აერთიანებს ცოდნას.
დაფიქრებული და დაინტერესებული სახეები ჰქონდათ.
მშვენიერი კითხვები დასვეს და გონივრულადაც იმსჯელეს.
ნეტავ, ამ დილას უკეთესს ან რას ვიხილავდი და ან რას მოვისმენდი?
ვისაც რა უნდა თქვას (პრობლემებსა თუ გასაკიცხს რა გამოლევს!), მაგრამ მასწავლებლობა უწყვეტი ბედნიერებაა“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რომელ ასაკში გვხვდება სკოლიოზი და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები? - რეაბილიტოლოგი ლაშა მილორავა