Digest Logo

„ზაფხულში ვიყავი ჩემი ყოფილი ქმრის ქორწილში, ვერ გააანალიზა ქართველმა ხალხმა... ერთი წამითაც კი არ მახსოვს, რა მატკინა და რა მაწყენინა“ - რას ჰყვება თიკა ჯამბურია

1745841157
თიკა ჯამბურია

მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.

მომღერალმა პოდკასტში თედო გოგოლაძესთან, მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა და ყოფილი მეუღლის ბექა ხოფერიას ქორწილში წასვლის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილ მეუღლესთან მეგობრობს და არც ახსოვს რა აწყენინა წლების წინ ბექამ.

„ახლა ზაფხულში ვიყავი ჩემი ყოფილი ქმრის ქორწილში. ვერ გააანალიზა ქართველმა ხალხმა, როგორ შეიძლება, როცა ასე გული გატკინა და გაწყენინაო. ერთი წამითაც კი არ მახსოვს, რა მატკინა და რა მაწყენინა. ძალიან კარგი მეგობრები ვართ. გვყავს შვილი, რომელსაც ჯანსაღი გარემო უნდა ჰქონდეს. რატომ მოსწონთ ის, რომ ყოფილი უნდა იყოს აუცილებლად მტერი... წარსულს თუ არ გაუშვებთ და თუ არ დაუწყებთ ლაღად ცხოვრებას, ისევ იმ წარსულში იცხოვრებთ, ვერასდროს ბედნიერები იქნებით“, - ამბობს თიკა ჯამბურია.

დღეს უკვე ბიზ­ნეს­მე­ნი ბექა ხო­ფე­რია წლე­ბის წინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჯერ რო­გორც პო­ლი­ტი­კოს ხა­თუ­ნას ხო­ფე­რი­ას ვაჟი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რო­გორც მომ­ღე­რალ თიკა ჯამ­ბუ­რი­ას მე­უღ­ლე, ისე გა­იც­ნო. თიკა და ბექა ჯერ კი­დევ სა­ერ­თო შვი­ლის, ნი­ნას და­ბა­დე­ბამ­დე და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ეს ამ­ბა­ვი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვი­თე­ლი პრე­სი­სა და გა­და­ცე­მე­ბის საყ­ვა­რე­ლი თემა იყო.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი, მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე ბექა ხოფერია მესამე ცოლს ცოტა ხნის წინ დაშორდა, რომელთან იტალიაში გადახდილი ქორწილის შესახებ შარშან მთელი საქართველო საუბრობდა.

ბექა და მისი მესამე მეუღლე სოფო ქურდიანი ხუთ წელზე მეტ ხანს იყვნენ ერთად და საერთო შვილს გიორგის ზრდიდნენ. დაქორწინება მხოლოდ შარშან გადაწყვიტეს. ქორწილი სიცილიაში გადაიხადეს. საქართველოდან სიცილიაში 90-მდე ადამიანი გაემგზავრა. აღნიშნულ ქორწილს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან ცერემონიალს ბექას პირველი ცოლი თიკა ჯამბურია და მათი საერთო ქალიშვილი ნინა ესწრებოდნენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვფიქრობ რჩეული ვარ... ძალიან კარგი და საინტერესო ცხოვრება მაქვს“ - თიკა ჯამბურია

⭕„ბევრი საომარი სიტუაცია გაქვთ, ეცადეთ დააჭიროთ ენას კბილი...“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

🎥 რომელ ასაკში გვხვდება სკოლიოზი და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები? - რეაბილიტოლოგი ლაშა მილორავა