Digest Logo

„მათი შრომა მართლაც დასაფასებელია...“ - ლაშა ტალახაძე საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მიღწევაზე

1792434018
ლაშა ტალახაძე

20 და 23 წლამდე ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა. მათ ანგარიშზე 38 მედალია - 11 ოქრო, 17 ვერცხლი, 10 ბრინჯაო.

აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ძალოსანი, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე აქვეყნებს:

„20 და 23-წლამდელ ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფალურად დაასრულა — ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე ჯამში 38 მედალია.

გუნდურ ჩათვლაში U20 ნაკრებმა I ადგილი დაიკავა, ხოლო U23 გუნდმა — II ადგილი. ამასთანავე, 23-წლამდელთა შორის ტურნირის საუკეთესო ძალოსნად ზურაბ მსხალაძე დასახელდა.

„ამაყი ვარ ჩვენი ახალგაზრდა ძალოსნებით, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.

ჩვენმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი შედეგი აჩვენეს, რაც სწორი და დაუღალავი შრომის ნაყოფია. თითოეული მედლის უკან უდიდესი ძალისხმევა დგას — ამ ახალგაზრდებმა თავი არ დაზოგეს და სიამაყის უდიდესი საფუძველი მოგვცეს.

მინდა თითოეულ სპორტსმენს მადლობა გადავუხადო, მათი შრომა მართლაც დასაფასებელია. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი მწვრთნელებს, რომლებმაც წლების განმავლობაში პროფესიონალური და სწორი მუშაობით არაერთი გამარჯვება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას.

განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო გუნდს, რომლის ღვაწლიც ფასდაუდებელია, ასევე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ.

მადლობას ვუხდი სპონსორებს მხარდაჭერისთვის.

ასევე, მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს მთავრობისა და სპორტის სამინისტროს მიმართ, რომლებიც სპორტსმენებს ყველა საჭირო პირობას უქმნიან - შედეგიც სახეზეა, მათთვის სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი პრიორიტეტია.

და ბოლოს, უდიდესი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერასაც ყოველთვის ვგრძნობთ. წინ კიდევ ბევრი შეჯიბრებაა და ამ თაობამ დაამტკიცა, რომ სიამაყის მიზეზს კიდევ არაერთხელ მოგვცემს“, - წერს ლაშა ტალახაძე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lasha Talakhadze (@talakhadzelasha_official)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სალომე ღვინიაშვილისა და ზურაბ ხიზანიშვილის ქალიშვილი დაინიშნა - „ბედნიერი და სიყვარულით სავსე მომავალი“

🎥 „დალეული კოლაგენი პირდაპირ კანში არ გადადის“ - კოტე თოდუა უახლეს კვლევებზე

🎥 ილია სულამანიძის დედა: „ღმერთმა იცის რამდენი ოფლი აქვს დაღვრილი ილიას, 21 წელია არ დაუსვენია, არ გაუცდენია არცერთი ვარჯიში“

✕