ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს ადამიანებზე, რომლებიც ხაზს უსვამენ და წინ აქვთ წამოწეული გარეგნული სტატუსის დემონსტრირება.
იგი პოსტში დასძენს, რომ ნამდვილი სიმდიდრე შინაგანი თავისუფლებაა და არა მატერიალური ატრიბუტები.
„მდიდარია ის, ვინს აძლევ თავს უფლებას, იყოს ისეთი როგორიც არის და არა ის, ვინც ძვირადღირებული ტანსაცმლით ცდილობს დაფაროს შინაგანი სიცარიელე“, - წერს ხატია სიჭინავა.
ცნობისთვის, ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს ოჯახურ თუ ყოველდღიურ კადრებს საკუთარი ცხოვრებიდან. იგი თავისი ხმაურიანი განცხადებებით თუ შეფასებებით მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა და აქტუალობას ბოლო რამდენიმე წელია არ კარგავს.
ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძეს 14 წლიანი სიყვარულის ისტორია აკავშირებთ. მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕44 წლის თაკო ჩხეიძე შესანიშნავ ფორმაშია - რა კადრებს აქვეყნებს მოდელი