
ნანუკა გოგიჩაიშვილსა და ნიკოლოზ ნაყოფიას ახლახან მეორე ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ავა დაარქვეს. მოდელი ორსულობას მალავდა და სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია, როცა უკვე იმშობიარა.
როგორ ინარჩუნებს ნანუკა გოგიჩაიშვილი წონას მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ
მოდელი ბავშვის გაჩენიდან 9 დღეში შესაშურ ფორმაშია. მან ინსტაგრამზე ფოტოები გამოაქვეყნა და გამომწერებს საკუთარ გამოცდილებაზე ინფორმაცია გაუზიარა.
„გაჩენამდე რამდენიმე საათით ადრე.
ამ ორსულობაზე გაცილებით დიდი მუცელი მქონდა მაგრამ მგონია, ორგანიზმი, რაც უფრო მეტჯერ გადის ორსულობას უფრო სწრაფად დგება ფორმაში.
იდეაში ძუძუთი კვება ეხმარება საშვილოსნოს დაპატარავებას, რაც ვიზუალურ ეფექტსაც იძლევა.
პს არანაირად არ ვაკონტროლებ კვებას, ამ ეტაპზე სულიერი ბედნიერება და ჯანსაღი რძეა მთავარი“,- წერს ნანუკა.
ასევე დაგაინტერესებთ: