Digest Logo

„მე და ბებო გიორგობას გილოცავთ სრულიად საქართველოს!“ - ლაშა ბექაური

1795414755
ლაშა ბექაური

23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს – გიორგობას აღნიშნავს.

ერთ-ერთ გამორჩეულ საეკლესიო დღესასწაულს საქართველოს მოსახლეობას სოციალურ ქსელში ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ულოცავს და ბებიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:

„მე და ბებო გიორგობას გილოცავთ სრულიად საქართველოს! მიყვარხართ!“, - წერს ლაშა ბექაური.

წმინდა გიორგის ხსენება საქართველოს ეკლესიაში წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 23 ნოემბერს და 6 მაისს. 

წმინდა გიორგი მხედართა, მიწათმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად არის მიჩნეული.

წმინდა გიორგი კაპადოკიაში III საუკუნის მეორე ნახევარში დიდგვაროვნების ოჯახში დაიბადა. რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს იგი მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ წმინდანი იმპერატორს განუდგა.

რომის იმპერატორმა მას ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა. სხვადასხვა სატანჯველს შორის ის ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.

ცნობისთვის, წმინდა გიორგი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ქრისტიანი წმინდანია, რომლის სახელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან, მხედრობასთან და ბოროტებაზე გამარჯვებასთან.

გველეშაპის დამარცხება ყველაზე ცნობილი ლეგენდა წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის განგმირვას ეხება. სიმბოლურად, ეს არ არის მხოლოდ ფიზიკურ არსებასთან ბრძოლა, ეს არის ქრისტიანობის გამარჯვება წარმართობაზე და კეთილის გამარჯვება ბოროტებაზე.

საქართველოში წმინდა გიორგი განსაკუთრებით უყვართ. გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინო (საქართველოს განმანათლებელი) მისი ახლო ნათესავი იყო და სწორედ მან დაამკვიდრა მისი კულტი ჩვენს ქვეყანაში.

საქართველოს სახელმწიფო დროშაზე გამოსახული ხუთი ჯვარი სწორედ წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება (ე.წ. ჯორჯიას ჯვარი).

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, შიო მესამე საღმრთო ლიტურგიას აღავლენს

⭕„ნუ აჰყვებით სხვის პრობლემებს, ნაკლები ილაპარაკეთ და მეტად დატკბით სიჩუმით“ - თაკო მელიქიშვილი 23 ნოემბრის ენერგიებზე

⭕„არახელსაყრელია მოგზაურობა, სწავლის, მშენებლობის დაწყება, ქორწილი“ - 23 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

✕