Digest Logo

„მე და ჯარჯი დავშორდით... დეტალებზე და მიზეზებზე არ ვისაუბრებ“ - რას წერს თათია შარანგია

1694504142
თათია შარანგია

ტელეწამყვანი, თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად თათია შარანგია სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

„მე და ჯარჯი დავშორდით. საკუთარი ღირსების ხათრით, დეტალებზე და მიზეზებზე არ ვისაუბრებ, თუმცა თბილისი პატარა ქალაქია და ვთვლი რომ ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს სოციუმში.

თურმე როგორაც არ უნდა ეცადო იყო საუკეთესო, მიძღვნილი მეუღლე მაინც შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდე. ბოდიში გულშემატკივრებს ვისაც ჩემს იმედგაცრუებაზე გული დაწყდება. მთავარია დაცემის შემდეგ ძლიერად წამოდგე ფეხზე და გპირდებით ამაში არ დაგაღალატებთ“, - წერს თათია შარანგია. 

ცნობისთვის, თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე  მიმდინარე წლის 5 ივნისს დაქორწინდნენ, წყვილი ერთმანეთის შესახებ სოციალურ ქსელში უამრავ თბილ სტატუსებს წერდა.

თათიასთვის კი ეს მესამე ქორწინება იყო.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„წარმოვიდგენ, რომ ცუდი რაღაც ხდება და ცრემლი თავისით მომდის, ზოგჯერ სახეში ხელს ორჯერ ვირტყამ... ასეთი სცენების გადაღება მიჭირდა“ - გაიცანით, 9 წლის ელენე ჩარკვიანი

🔵ელის მარია სააკაშვილი ბაღში წავიდა - ფოტოები

🔵 „ძალიან ბევრი მაქვს დასაწერი, მაგრამ მხოლოდ ერთს ვგრძნობ ყველაზე მძაფრად, მადლიერებას“ - მარიამ მათიაშვილის ემოციური პოსტი