
„ეთნიკურ და კონფენსიურ ურთიერთობა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ ადამიანს, ვინც თავისი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა, უკვე აპატია.
„არ მინდოდა, მაგრამ მომიწევს განსაკუთრებით მათ გასაგებად მაღალი მორალური პიედესტალიდან რომ მამუნათებენ, როგორ დამავიწდა გირგვლიანი, რობაქიძე, გამცემლიძე და სხვა მსხვერპლები. როგორი სუსტი არგუმენტები მაქვს, როდესაც საერთო თანხმობაზე და შერიგებაზე ვსაუბრობ. თქვენს უმრავლესობას ჩემგან განსხვავებით მაშინ არ გაგხსენებიათ, როცა ამის დრო და საჭიროება იყო.
რაც შეეხება პატიებას, მე იმას ვაპატიე, ვინც ჩემი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა და სანამ ჩემი შვილი ისევ საოპერაციო მაგიდაზე იწვა და არც იმედი მქონდა, მანამდე დავიხსენი პოლიციისაგან. მე თუ დავიღუპებოდი, სხვისი დაღუპვა ჩემს უბედურებას ვერ უშველიდა. დღესაც მჯერა, რომ ჩემი შვილი სწორედ ამიტომ გადარჩა.
ადვილი იყო ? არა. განსაკუთრებით იმათ გასაგებად, ვისი „შეუვალი და სამართლიანი“ პოზიციის გამო ამ ქვეყანამ სამოქალაქო ომი გადაიტანა, პირველი პრეზიდენტი ტყეში მიტოვებული მოკვდა, მათი “სამართლიანობის აღსრულების წყურვილმა”, სამეგრელოს დღემდე მოუშუშებელი ტრავმები მიაყენა, ათასობით დედას ძაძები ჩააცვა, რომელზეც, ცხადია არასოდეს უდარდიათ. გპირდებით, რომ ამ ქვეყანაში აღარასოდეს იქნება სამოქალაქო დაპირისპირება, თქვენს პრივილეგირებულობის დაუოკებელ სურვილს აღარ გადაჰყვება ეს ქვეყანა.
ნებით ჩამოდით მაგ „მორალური პედესტალებიდან” და ნუ ისარგებლებთ, რომ სხვა შუბლის ძარღვს უფრხილდება", - წერს ჯეჯელავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„გულის გასახეთქი ამბავი... არც მეტი და არც ნაკლები, კუბო მაჩუქეს!“ - რას წერს გიგა მაქარაშვილი
🔵„კატეგორიულად არ შეიძლება თაფლის მიცემა“ - ზაზა თელია მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
🔵„ჯერ არ იყო პრეზიდენტი, მოვიდა და მითხრა, ამას გჩუქნიო..." - რას ჰყვება ინგა გრიგოლია სააკაშვილზე
🔵„მადლობა ქმარს, მან გადამარჩინა...“ - რა შეემთხვა ქეთა თოფურიას