Digest Logo

„ეს კაცი ტრაგედიის ადგილს არ შორდებოდა, გააფთრებული წმენდდა, დროდადრო ნანგრევებში მოყოლილ ადამიანს ესაუბრებოდა...“ - გაიცანით ბათუმის ტრაგედიის უცნობი გმირი

1634285501
ბათუმი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნაზიბროლა რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ბიჭზე წერს, რომელიც ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის ერთ-ერთი მოწმეა. ამბობს, რომ მან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

„იმ საშინელ დღეს, როცა ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებდნენ, ერთი ახალგაზრდა კაცი ტრაგედიის ადგილს არ შორდებოდა. შორიდან ვუყურებდი, მივხვდი, რომ მაშველი არ იყო, როგორც ჩანს, მისივე უსაფრთხოებისთვის, არ ანებებდნენ სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას.

მერე ჩაფხუტიც მისცეს და ნიჩაბიც, ეტყობა, ვერ „მოიშორეს", ვერ დაარწმუნეს, რომ გვერდით მდგარიყო.

პოლიციამ ეზოში გაჩერების უფლება არ მოგვცა ჟურნალისტებს, სადარბაზოებში შევცვივდით და მეზობლებმა შეგვიშვეს, მათი აივნებიდან, ზემოდან, უკეთესად ჩანდა, როგორი თავგანწირვით იბრძოდა ყველა იმ ადამიანების გადასარჩენად, ეს ბიჭი კი განსაკუთრებით. დაღლილი, გასავათებული მაშველები ერთმანეთს ცვლიდნენ, ის კი არ ჩერდებოდა.

რამდენიმე საათის შემდეგ გავიგეთ, რომ ერთ-ერთ დაზარალებულთან კომუნიკაცია შედგა. ეს ახალგაზრდა იმ ადგილს გააფთრებული წმენდდა, დროდადრო ნანგრევებში მოყოლილ ადამიანს ესაუბრებოდა, ამხნევებდა.
ის კაცი გადარჩა, სწორედ მისი ძალისხმევით გადარჩა.

მეორე დღეს რომ მივედი, სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა. შემთხვევით შევხვდი ეზოში, გავაჩერე, ვკითხე სახელი, ლუკა ჩორგოლაშვილი ვარო მითხრა. ძალიან წუხდა, რომ სხვები ვერ გადაარჩინა. იმ ადამიანს დავპირდი, რომ ცოცხალს ამოვიყვანდი და ამოვიყვანეო. დაღლას ვერ ვგრძნობდი, ცრემლები თავისით მომდიოდა, არ მინდოდა დაჯერება, რომ ვერ ვუშველიდით, ვერ გადავარჩენდით სხვებსო.

„ბათუმის წყალში" ვმუშაობო, მითხრა. მეგობრებში არ მყავს და ასე საჯაროდ ვეტყვი, რომ ნამდვილი ადამიანია, ანუ ისეთია, როგორიც ყველა ადამიანი უნდა იყოს. ჩემი პირადი პატივისცემა და მადლობა მას“, - წერს ნაზიბროლა რეხვიაშვილი.

ცნობისთვის, ბათუმში 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი. ჩამონგრევის მიზეზებზე უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორპუსს საყრდენი კედელი გამოაცალეს, რის გამოც დაინგრა.


ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„გაფრინდნენ ჩემი ანგელოზები” – რამაზ დავლაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა

🔵VIDEO: „სკოლაში მიიყვანა ერთ-ერთი შვილი და მხოლოდ ამიტომ გადარჩა“ - რატომ ატირდა მარიამ სანოგო გადაცემის ჩაწერისას

🔵მსახიობი და ღირსების ორდენის კავალერი, ჟუჟუნა ჩხეიძე გარდაიცვალა

🔵„წა­ვი­და ჩემი ლა­მა­ზი, თბი­ლი და ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი“ - ბუბა კიკაბიძის მეუღლე გარდაიცვალა

🔵„93-ში ერთხელ უკვე ჩავი@@ით..." - ზვიად ციკოლიას მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს

🔵„ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა უნიჭიერესი შემოქმედი ახალგაზრდა“ - ვინ გარდაეცვალა შალვა ნათელაშვილს