Digest Logo

„თაობის უკანასკნელო მოჰიკანო... საკუთარ ქვეყანაზე ასე შეყვარებული კაცი იშვიათად შემხვედრია!“ - თენგიზ არჩვაძე იუბილარია

1691046907
თენგიზ არჩვაძე

ქართველი მსახიობი, საქართველოს სსკ-ის დამსახურებული არტისტი, რუსთავისა და თბილისის საპატიო მოქალაქე თენგიზ არჩვაძე იუბილარია. იგი 91 წლის გახდა. 

რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში მსახიობს დაბადების დღეს ულოცავს:

„2011 წლის 25 მაისს, მარჯანიშვილის თეატრში „მგზავრის წერილები" გადიოდა, გივი ბერიკაშვილი შეუძლოდ გახდა და ლელთ ღუნიას როლზე საკუთარ წარმოდგენაში მე მომიხდა შესვლა და პარტნიორობა დიდ ქართველ არტისტთან თენგიზ არჩვაძესთან.

სპექტაკლის შემდეგ ბატონი თენგიზი, ცხონებული მალხაზ ბებურიშვილი და როლიკო ოქროპირიძე ჩემთან წამოვედით სავახშმოდ. დავლიეთ, ვიმხიარულეთ, თავზე დაგვათენდა, დედაჩემმა დილას, როცა ძვირფასი სტუმარი გავაცილეთ, ასე მითხრა - მთელი ღამე ქეიფში გავატარეთ, რამდენ ადამიანზე ჩამოვარდა სიტყვა და ამ კაცისგან ერთი აუგი არცერთ მის პარტნიორზე და კოლეგაზე არ გამიგონიაო. ასეთია თენგიზ არჩვაძე - დიდი არტისტი და დიდი კაცი, რომელიც დღეს 91 წლის გახდა!!!

მაქვს ბედნიერება ვიყო მისი უმცროსი მეგობარი, მაქვს ბედნიერება ვიყო მისი თანამედროვე. საკუთარ ქვეყანაზე ასე შეყვარებული კაცი იშვიათად შემხვედრია!

ბატონო თენგიზ!

თაობის უკანასკნელო მოჰიკანო! დიდხანს უნდა იყო! პატრიოტიზმის, კაცობის, პროფესიონალიზმის ეტალონი დღეს იუბილარია! გაუმარჯოს მას, დიდ მამულიშვილსა და დიდ ხელოვანს - თენგიზ არჩვაძეს!“, - წერს დიმიტრი  ხვთისიაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს

🔵„მომრავლდა ბავშვების რაოდენობა, რომელთაც აქვთ შეცვლილი გემოვნება“ - თამარ გაგოშიძე

🔵„სოსო ჯაჭვლიანი საქართველოში დაბრუნდა“ - უახლესი ინფორმაცია მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე