Digest Logo

„მე მარტო ჩემი მეგონე და თურმე ბევრს ჰყვარებიხარ, მაგრამ ჩემსავით მაინც ვერავინ შეგიყვარებდა“ - ტრაგიკულად დაღუპული ზურა ბაკურაძის მეუღლის პირველი მიმართვა

1625566339
ზურა ბაკურაძის ცოლი

23 ივნისს, სოფელ შქმერში გზა ჩავარდა და „ქართული ხმების“ სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, ხევში გადაიჩეხა და გარდაიცვალა. 

ზურა ბა­კუ­რა­ძის მე­უღლე, ნა­თია კო­ბა­ხი­ძე სოციალურ ქსელში პირველ სტატუსს აქვეყნებს და ქმრის გარდაცვალების შესახებ წერს:

„მე მარტო ჩემი მეგონე და თურმე რამდენისთვის გაგინაწილებია შენი თბილი გული „ჩემი ბევრი“ ხართ-ქო და „ჩემი ტკბილი" ხარ-თქო სულ გეუბნებოდი ზურ, მაგრამ ამდენი თუ იყავი და ასეთი ტკბილი, კიდევ ვერ ვხვდებოდი. უამრავი განსაცდელი გამოვიარეთ.

გვებრძოდა ეშმაკი, ჩვენს სიყვარულს ებრძოდა და ამიტომაც გაგიყვანა უფალმა ასე მალე, რომ ამ არაამქვეყნიური გრძნობას არაფერი დამუქრებოდა ბევრს ჰყვარებიხარ, მაგრამ ჩემსავით მაინც ვერავინ შეგიყვარებდა ყველას თავისი წილი ზურა დააკლდა, მაგრამ მარტო მე ჩამომემხო ცხოვრება თავზე, შენ გაფრინდი ცაში ანგელოზად, მე კი დამტოვე ცივ კლდეზე დაგდებულ, უსახურ ლოდად. ბოლო ძალას მოვიკრებ და ვილოცებ შენი ლამაზი სულისთვის, რათა დაიმკვიდრო ცათა სასუფეველი. შეხვედრამდე ზურ, იქ უკვე ვერავინ და ვეღარაფერი დაგვაშორებს.

მშვიდად განისვენე, მადლობა, რომ დაიბადე ჩემთვის ჩემო „ბუთუსა,“- წერს ნათია კობახიძე.

⛔აგრეთვე დაგაინტერესებთ:

VIDEO: უმძიმესი ეთერი, სტუდიაში ატირებული სტუმრები და ემოციური მოგონებები ზურა ბაკურაძეზე

„შენ მართალო, შენ ალალო, „ბოშუნიკა” ზური“ - ტრაგიკულად გარდაცვლილ ზურა ბაკურაძეს მეგობარმა ლექსი მიუძღვნა

25-წლიანი თანაცხოვრების დანგრევა, ცოლისთვის ფულის მოპარვა, აზარტული თამაშები, ნარკოდამოკიდებულება და „მათხოვრობა“ - დათო დარჩიას უცნობი ამბები