Digest Logo

„მე პირადად თქვენგან საჯაროდ მოხდილ ბოდიშს არ ვიღებ! რამ გაგაბოროტათ?! ასე რამ აგაღელვათ?!“ - გრიშა ონიანი თეა დარჩიას მიმართავს

1735989509
გრიშა ონიანი თეა დარჩიას მიმართავს

გრიშა ონიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მოცეკვავე თეა დარჩიას მიმართავს.

„ქალბატონ" თეა დარჩიას...

მე პირადად თქვენგან საჯაროდ მოხდილ ბოდიშს არ ვიღებ!

თქვენი გამოთქმული აზრი ქართულ სიმღერაზე ქვეცნობიერმა გიკარნახათ, ცნობიერი "ბოდიში" კი ხალხის საერთო აღშფოთებამ და შიშმა გათქმევინათ.

რამ გაგაბოროტათ?! ასე რამ აგაღელვათ უფრო მეტად ქალბატონები?! უდიდესი პატრიოტების მიერ აღზრდილო ქალბატონებო, რომ ასე გძულთ საქართველო, ქართული ტრადიციები და კულტურა. ან თქვენ ვინ უნდა განდოთ ნორჩი თაობები აღსაზრდელად, როდესაც ასეთი ბოღმა და სიძულვილი გაქვთ გულში ჩანერგილი?

როგორც დიდი ვაჟა იტყოდა:

"ვერაფრით ამოვუყვანე უბეს ნაჯდომი გველია".

მრავალ საუკუნე გამოვლილი 150 სვანური სიმღერა, რომელიც აკაკი შანიძემ და ვარლამ თოფურიამ აღწერეს გასული საუკუნის 30-იან წლებში და მარგალიტებად შემოუნახეს შთამომავლობას, მათ შორის "ლილეო" და "რიჰო", რომელზედაც ლადო ასათიანი წერდა:

"მყისვე გაისმა ლილე ამაყი,

მთებით, ბუნების ჰიმნი სვანური".

რომელმაც შეაზანზარა არა მხოლოდ კავკასიონი, არამედ მე-20 საუკუნეს კოსმოსში უნდა გაეგზავნა მომავალი ცივილიზაციებისათვის ეს მზის საგალობლები კახურ "ჩაკრულოსთან“ ერთად.

თქვენ უსამშობლო ქართველების თავის მოსაწონად მას კნავილი უწოდეთ. ეს არა მარტო ბოდიშის მოსახდელი ქმედებაა, არამედ თვითმკვლელობის მცდელობაა, რომელიც ლეტალური შედეგით დასრულდა" - წერს გრიშა ონიანი.

ცნობისთვის, 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს მო­ცეკ­ვა­ვე ხალ­ხთან ერ­თად ახალ წელს რუს­თა­ველ­ზე აღ­ნიშ­ნავ­და, რო­დე­საც ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის“ ჟურ­ნა­ლის­ტთან გა­ნა­ცხა­და:

„ასე არ გამ­ხა­რე­ბია ახა­ლი წელი არა­სო­დეს. ყო­ველ­თვის ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი, რომ სუფ­რას­თან ვმჯდა­რი­ყა­ვი და მეს­მი­ნა ქარ­თვე­ლე­ბის კნა­ვი­ლის­თვის. აი, სიმ­ღე­რე­ბი რაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბი, წლე­ბი ვის­მენთ, მოკ­ლედ, არ მომ­წონ­და ეს მდგო­მა­რე­ო­ბა".

მას შემ­დეგ, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დარ­ჩი­ას კო­მენ­ტა­რი ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია, მო­ცეკ­ვა­ვეს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. ახლა ამ­ბობს, რომ სა­გა­ლო­ბე­ლი და ფოლკ­ლო­რი არ უგუ­ლის­ხმია.

"სათ­ქმე­ლის არას­წო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბის­თვის, სა­ჯა­როდ ვიხ­დი ბო­დიშს. ნათ­ქვამ­ში არც სა­გა­ლობ­ლე­ბი და არც ფოლკ­ლო­რი არ მო­ი­აზ­რე­ბო­და“- წერს თეა დარ­ჩია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იუბილარია - მას 92 წელი შეუსრულდა

⭕როგორ განკურნა უწმინდესის ლოცვამ კახი კავსაძე მძიმე სენისგან?

⭕როდის უნდა დავშალოთ ნაძვის ხე - ნათლისღებამდე თუ მის შემდეგ?