
მდინარე მტკვარში 2 დღის წინ გადავარდნილი მანქანა მაშველებმა წყლიდან დღეს დილით ამოიყვანეს. დადასტურდა, რომ მანქანაში იყო ორი მგზავრის ცხედარიც.
კიდევ ერთი დაკარგული მგზავრის საპოვნელად სამძებრო ოპერაცია გრძელდება.
ერთ-ერთი გარდაცვლილი უტა ელიავა იყო, რომელსაც მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ახლახან დაღუპული ახალგაზრდის ცოლმა გვანცა გოროზიამ სოციალურ ქსელში მეუღლესთან დაკავშირებული პოსტი გაავრცელა:
„მე სულ დაგელოდები, სამუდამოდ და უსასრულოდ, უტი“, - წერს დაღუპულის ცოლი.
რაც შეეხება მეორე ცხედარს, რომელიც მაშველებმა იპოვეს, ჯერჯერობით უცნობია ის გიორგი შამუგიას ეკუთვნის თუ მესამე მგზავრს, რომელიც მათთან ერთად ტრაგედიის დროს იმყოფებოდა ავტომობილში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს - იგი ავტომობილში მსხდომ პირს არ ეკუთვნის