მას შემდეგ, რაც ალექსანდრა პაიჭაძემ პირადი ცხოვრების დეტალები საჯაროდ გამოიტანა, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება.
იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად მან გამომწერებს ახალი კადრები გაუზიარა რომელზედაც წერს:
„ის აკეთეთ რაც მოგწონთ, ალბათ გითხრეს უამრავ რამეზე, რომ ეს ტეხავს, ის ტეხავს, ეს ქაჯობაა, ის გოიმობაა. თუმცა, თქვენი გამბედაობით დანარჩენ დაკომპლექსებულ გარემოცვასაც აიყოლიებთ, გამოირჩე სხვებისგან, დიდი სიმამაცეა და გადამდებია, ამიტომ, დაიკიდეთ სხვისი შეზღუდული შეხედულებები, იყავით გამორჩეულები და აზრის ლიდერები.
მე სულ იმას მეუბნებოდნენ, ნუ ბრწყინავ ცოტა დააკელიო, აი რატომ?
თქვენც გაბრწყინდით რა და ეგ იყოს საბაზისო მინიმუმი.
საჯდომის ვარჯიშებს რომ ვდებდი მეკითხებოდით, რა გეშველება სხვებიც რომ გალამაზდებიანო?!
ასეთი უკუღმართი აზროვნება იმედია ჩაკვდა საზოგადოებაში.
რასაც მინდა იმას ვიზამ სულ, სხვებსაც გავაკეთებინებ, სიკეთეში და სიყვარულში. ინფლუენსი და ზეგავლენა ეგაა. გკოცნით ალე“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ნორმალური ქრისტიანი, ვერ უნდა იძინებდეს და ვერ უნდა იღვიძებდეს...“ - თეოდორე გიგნაძე