Digest Logo

„მე თანხის სანაცვლოდ დიდი ხანია აღარ ვიბრძვი, არამედ მემკვიდრეობის დასატოვებლად, შენ წააგებ ჩემპიონთან, რომელიც არავის არასდროს დაავიწყდება“- ილია თოფურია ჰოლოუეის

1713537306
ილია თოფურია

UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სოციალური ქსელის,  𝕏-ის საშუალებით მაქს ჰოლოუეის მორიგი ტექსტით მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯისთან მოგების შემდეგ, ჰავაელმა გამოიწვია სწორედ ქართველი და შეიძლება ითქვას, რომ მათი დაპირისპირება არაოფიციალურად უკვე ჩანიშნულიც არის. 

„ჩემს გარშემო მხოლოდ ერთი კითხვა ტრიალებს, თუ როგორ დაგაფინიშებ - ნოკაუტით, თუ მახრჩობელათი. მე დავამარცხე მებრძოლი, რომელმაც შენ არაერთხელ, არა ორჯერ, არამედ სამჯერ დაგამარცხა. მხოლოდ ერთი რამ გხდის რელევანტურს და გაძლევს დიდ ფულზე ბრძოლის შანსს - ეს არის BMF-ის ქამარი.

მე თანხის სანაცვლოდ დიდი ხანია აღარ ვიბრძვი, არამედ მემკვიდრეობის დასატოვებლად. BMF-ის ქამრის მოგება, როდესაც ჩემი ქამარიც თან მექნება - უდავოდ პირველს გამხდის.

პირველი ვიქნები, ვისაც ორივე ქამარი ერთდროულად ექნება. პირველი ვარ, ვინც ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და რაც დანამდვილებით მოხდება როდესაც ვიბრძოლებთ - გავხდები პირველი, ვინც შენ დაგაძინებს.

ერთი რამით დაგამშვიდებ: ღმერთი არავის არცხვენს, შენ წააგებ ჩემპიონთან, რომელიც არავის არასდროს დაავიწყდება.

მე ვწყვეტ ვისთან, სად და როდის ვიბრძოლებ. თუ არ მოგწონს, დარწმუნებული ვარ, რომ ორტეგა ამით ბედნიერი იქნება“,- წერს ილია თოფურია.

 

 

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ ხდება ნეგატიური ენერგიის გადაცემა ხელიდან ხელში მიწოდებული საგნით და ვინ ცდილობს თქვენს ცხოვრებაში „შემოძრომას“

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც აპრილის ბოლომდე განსაკუთრებული იღბალი და წარმატება ელის

🎥 შეცდომები, რომლებსაც საუზმის დროს ვუშვებთ - როგორ დავიწყოთ დილა, რომ საჭირო ნივთიერებები მივიღოთ