Digest Logo

„მე ყოფილი სულელი ვარ და მივხვდი, რომ სულ მოლოდინში არ უნდა ვიყო, დამაზიანებს“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

1770324163
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებსა თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანმა „ფეისბუკზე“ მორიგი შთამაგონებელი პოსტი გაავრცელა, სადაც ადამიანების შესახებ წერს.

„ეჰ, რამდენი სულელი ადამიანი შემხვდა ცხოვრების მანძილზე, ვინ მოთვლის.
სულელი ცუდი სიტყვა არ არის, სულ რომ ელის ის ადამიანი ვიგულისხმე.

სულელი არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ განვითარდეს, გაიზარდოს, გაბედნიერდეს და სხვაც გააბედნიეროს.
სულელი თავის თავშია ჩაკეტილი და ხშირად არ უმართლებს. თუმცა არ იმჩნევს, პატივმოყვარეა.
სულელი მშიშარაა და ვერ რისკავს ვერაფერს, ეშინია რომ არ გამოუვა, მერე იღლება, იწყებს ლოდინს და სულ ელის.

თავისით მოვა დრო. ჯერ დრო არ დამდგარა. ბედი თუ მაქვს გამიმართლებს... და ასეთი ბევრი ცრუ რწმენა.
ჩემო ძვირფასებო, კონკრეტულად არავის არ გგულისხმობთ, კონკრეტულად დროს არავის არ ვუთმობ, იმიტომ, რომ აზრი არ აქვს.

ვწერ ზოგადად, თუ თქვენ თავს ამოიცნობთ ესეიგი დაფიქრდებით.
დიდი გამოცდილება მაქვს, ბევრი რამე ზუსტად ვიცი და ამიტომ ვწერ. გამოცდილებას გიზიარებთ.
მე ყოფილი სულელი ვარ და მივხვდი, რომ სულ მოლოდინში არ უნდა ვიყო, დამაზიანებს.
ადრე მივხვდი, რომ არავის და არაფერს არ უნდა ელოდო, გაინძერი, გაერკვიე და იშრომე.

... და კიდევ, ზოგიერთმა შეიძლება თავი მოისულელოს და ფრთხილად იყავით.
მე ყოფილი გოიმიც ვარ, ამაზე მერე დავწერ. მიყვარხართ“, - წერს გია ჯაჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თებერვალი ლითონის ვეფხვის თვეა, თვის თილისმა მანდარინია -„ამ დღეებში დაწყებული ყველაფერი დროის ფუჭად კარგვა იქნება“ - ფენშუის სპეციალისტის რჩევები

⭕„შეუდარებელი გოგო“ - თაკო ჩორგოლაშვილის ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა

⭕„ყურადღება მიაქციეთ დეტალებს მცირე შეცდომამაც შეიძლება შედეგზე იმოქმედოს“ - 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი