
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
მან მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც ბავშვებსა და სკოლაზე საუბრობს:
„ამ დღეებში ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი ბავშვის მშობელთან მქონდა საუბარი, კარგი იქნება თუ მსგავს საკითხებს ბევრი მშობელი მიაქცევს ყურადღებას და რას ეხება თემა:
ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი იყოს კარგი მოსწავლე, მაგრამ თუ ეს ასე არაა, რა ვქნათ? საბოლოო განაჩენია?
სკოლა და განსაკუთრებით „კარგი სკოლა” ან ნებისმიერი სხვა სასწავლებელი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას, თუ სისტემა გამართულად მუშაობს და პროფესიონალები ასწავლიან. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურად განსხვავებულია!
ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულება, თუნდაც სკოლა წარმოადგენს მხოლოდ ერთ მახასიათებელს, სისტემურ კანონს - ჩარჩოს, რომელიც ყველა ბავშვს ერთი და იმავე სქემით ზომავს, მაგრამ ადამიანი გაცილებით უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და უნიკალურია, ვიდრე ნებისმიერი სასკოლო სქემა.
ნიშნები, ხშირად, ასახავს იმას თუ რამდენად კარგად ასრულებს ბავშვი მიცემულ დავალებას, თუმცა ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას თუ რამდენად ჭკვიანი ან ნიჭიერია ის.
ადამიანის ემოციური ინტელექტი, სიბრძნე, კრეატიულობა, დარგობრიობა - ეს ყველაფერი სკოლებში, იშვიათად ფასდება, არადა ზუსტად ეს მხარეებია ცხოვრების განმსაზღვრელი.
თუ ადამიანს არ აქვს და არ ესმის მათემატიკის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უჭკუო და ჩამორჩენილია ან პირიქით, ვიღაც ჰუმანიტარულში იჭედება. ნიშნით ვერასდროს გაიგებ რა პოტენციალი გაქვს შენ და საითკენ უნდა მიმართო ძალები.
გენიოსებს და სხვადასხვა წმინდანებს, წარჩინებულ ადამიანებს სკოლა დამთავრებული სულ არ ჰქონდათ, მაგრამ ბევრს აჯობეს.
ვინმემ რომ ცუდად არ გაიგოს: მე არც სასწავლებლებს და ლიცეუმებს არ ვაკნინებ, უბრალოდ ხაზგასმით ვამბობ: მედლები და ნიშნები ცხოვრებას ვერ გაგიწერს, რამდენიც არ უნდა იკითხო, თუ შენი თავის შეცნობით არ დაიწყე და არ დადექი სწორ გზაზე, პრაქტიკულად, ისე არაფერი არ გამოვა.
მინახავს მედალოსანი, რომელმაც დღემდე ვერსად იპოვა თავი და ისეთიც, ვინც არ იყო წარჩინებული, მაგრამ ცხოვრებამ გაზარდა.
ამიტომ, მშობლებო, გახსოვდეთ: ჭეშმარიტი მშობლობა გულისხმობს ბავშვის უნარების, მიდრეკილებებისა და შინაგანი ხმების აღქმას, ასევე იმის მხარდაჭერას, რაც მის ბუნებას შეესაბამება.
საჭიროა მშობლის ინტუიცია და სმენა: რაშია თქვენი შვილის ,,ნამდვილი” გზა და არა მხოლოდ ის თუ სად რა მიიღო ბავშვმა?!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: