მწერლის და ჟურნალისტის ეკატერინე ტოგონიძის მეუღლის, ყოფილი დეპუტატის რატი სამყურაშვილის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა.
ეკატერინე გარდაცვლილი მეუღლის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
ცნობისთვის, რატი სამყურაშვილი წლების მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა. ყოფილი პარლამენტარი 2020 წელის 6 აპრილს სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.
„რატი, მეხუთედ გახდა 42-ის, მისი ასაკი აღარ იძვრის, დავეწიე და გავუსწარი, წელს მასზე უფროსი ვარ.
სულ ჩვენთანაა, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ერთად მივდი-მოვდივართ, მაგრამ ჩვენ უფრო ჩვენთან გვინდოდა, ბევრად უფრო ჩვენთან“, - წერს ეკატერინე ტოგონიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ის, რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვუწოდებთ, სინამდვილეში სხვა რამეა...“ - მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგება
⭕ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი და ქარბუქი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში