18 თებერვალს ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება იზეიმა, რასაც ტრანსგენდერი კრისტი ლაბაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და მერაბს „ხიხოს“ უწოდებს.
„მერაბ დვალიშვილი არის გამოუსვლელი ხიხო. ნახვამდის,“ - წერს კრისტი ლაბაძე.
ის ასევე, ილია თოფურიას წარმატებას ეხმაურება, სადაც მან შეძლო UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გამხდარიყო. MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.
„ილია თოფურია არის ნამდვილი სპორტსმენი არა თუ მერაბ დვალიშვილივით შოუზე დაფუძნებული პოპულისტი. ილია აკეთებს თავის საქმეს, არც სხვის ტრუსიკში იხედება, არც ქალის კაბის სიგრძე აინტერესებს და არც არავინ აინტერესებს. სადმე გინახიათ გამოსულიყო და თავის საქმის იქით და მისი წარმატების გარდა ელაპარაკა? არა! პოპულისტების მიზანია განუვითარებლებს აწერიონ ბევრი ლაიქები და გულები! ილია მიზანია იყო წარმატებული და იტრიალო წარმატების გარშემო! წარმატებები ილია!“, - წერს იგი.
სოციალურ ქსელში მის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
„ოქტაგონზე რომ დროშის შეტანა აკრძალეს, ადგა და გულზე დაიხატა საქართველო. პირველად არ გეთანხმები.“
„ბევრი მერაბინაირი ადამიანები საქართველოს. უბრალოდ შენ არ გიყვარს წარმატებული ადამიანებს, რომლებიც თავის უბრალოებით, შრომით, მიზანდასახულობით იპყრობენ მწვერვალებს მერაბ დვალიშვილის სახელი და გვარი ისტორიას დარჩება და წლები ისაუბრებენ მასზე.“
„ქრისტი, უბრალოდ შენ არ გიყვარს საქართველო და ქართველები.....“
„რეიტინგის გამო მერაბის ვითომ დაკნინება არ გეკადრება“
„ვამაყობ რომ მასეთი ხიხო ადამიანი ქართველია“, - წერენ კომენტარებში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გაჭირვებული ოჯახი, ფარული სიკეთეები და ქორწილის უცნობი დეტალები - ბიძინა ივანიშვილი იუბილარია
⭕ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ
🎥 „ცუკერბერგი მანიშნებდა, 30 წამი დაგრჩაო“ - მერაბ დვალიშვილის პირველი ინტერვიუ