მერაბ დვალიშვილი UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან დამარცხდა და ქამარი დათმო.
შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ხოლო მეორე რაუნდში იანი გააქტიურდა, ის კრივში ჯობდა დვალიშვილს და თეიქდაუნებისგანაც თავს კარგად იცავდა.
დვალიშვილის დამარცხებას სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე გამოეხმაურა და აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტი გაავრცელა:
„ხომ ამბობენ ხოლმე და ამბობენ ხშირად: „აი, ამიტომ ვერ მოგვერევიან“ და რაღაც ბუმბერაზ საქმეს მოაყოლებენ.
მე კიდევ სულ სხვა რამ მგონია მოურეველი - წეღან ვნახე, მერაბ დვალიშვილი ურეკავს დედას და დედა ეუბნება: ,,მაგის მეტი სანერვიულო არ მოგცეს ღმერთმა ახლა შენ“.
ერთ იმერელი ქალიდან რომ უცებ კლდიაშვილი, ჭეიშვილი და გაბრიაძე ლაპარაკობენ, ამიტომაც ვერ მოგვერევიან.
ეს არის საქართველო. ზოგჯერ და შეიძლება ბევრჯერ - მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი“, - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საოცარი გოგო ხარ, უხდები ნიუ-იორკს“ - თამო ვაშალომიძე აშშ-ს ქუჩებში პოზირებს
⭕„დღეს იწყება ახალი ციკლი, იმოქმედე თამამად!“ - თაკო მელიქიშვილი 7 დეკემბრის ასტროლოგიურ ენერგიებზე