თეთრ სახლში გამართულ UFC Freedom 250-ის საიუბილეო საღამოზე ილია თოფურიას მარცხმა ჯასტინ გეიჯისთან მთელი საქართველო შეძრა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი რაუნდის შემდეგ ქართველი „მატადორი“ ბრძოლას დამაჯერებლად იგებდა, ფინალი დრამატული აღმოჩნდა.
თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა. აღნიშნული შედეგის მიხედვით ილიამ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დათმო. ეს იყო პირველი წაგება ქართველი მებრძოლის კარიერაში.
ბრძოლის შემდეგ საზოგადოების მხრიდან ილიას დამარცხების მიზეზზე უამრავი ვერსია გაჟღერდა, რასაც სოციალურ ქსელში MMA-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი გამოეხმაურა:
„ყველა განიხილავს ილია თოფურიას ბრძოლას, მოვისმინე სასწაული ვერსიები, ამდენი ფანტაზია, ყველა პროფესორი, MMA-ის მცოდნე და ანალიტიკოსი როგორ გახდა?
მიკვირს, ამდენი ნეგატიური აზრი, ეჭვიანობა, აბსურდული ანალიზი.
ჩვენ მებრძოლები ვართ, მზად ვართ როგორც მოგებისთვის, ისე ვიცით, რომ შეიძლება დავმარცხდეთ. ერთი პატარა არასწორი მოძრაობა, დარტყმა ცვლის ყველაფერს. ეს სპორტია, ყოველთვის ვერ მოიგებ.
რატომ აძლევთ თავს უფლებას, რომ ამდენი ცუდი აზრი გაავრცელოთ? ძალიან ტეხავს. მე ვამაყობ ილიათი, მან ძალიან ბევრი შეძლო არაფრისგან და მალე დაბრუნდება ღმერთის წყალობით“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქრისტიანს არა აქვს უნარი სიძულვილის, რადგან მასში ქრისტე ცხოვრობს...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება