Digest Logo

„მერაბ დვალიშვილს გაუმარჯოს და იმ ურთიერთობას, მისი სიყვარული და პატივისცემა, ოკეანის გაღმა რომ ჩაგიყვანს!“- თათია ზუხბაია

1737304310
თათია ზუხბაია

19 იანვარს მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.

ბრძოლის პირველ ორ რაუნდში ნურმაგომედოვი უკეთ გამოიყურებოდა, მერაბ დვალიშვილმა კი ტემპს მესამე რაუნდიდან მოუმატა და მეტოქეს შედარებით გაუჭირდა.

მეოთხე რაუნდში დვალიშვილი კიდევ უფრო გააქტიურდა და ნურმაგომედოვი ვერაფრის გაკეთებას ვეღარ ახერხებდა, იგივე გაგრძელდა მეხუთე რაუნდშიც და საბოლოოდ, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ქართველი გამოცხადდა.

მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თათია ზუხბაია ეხმაურება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, იგი მასთან შეხვედრის ამბავს იხსენებს.

„- ჯიგარი ხარ, რომ ჩამოხვედი
- როგორ არ უნდა ჩამოვსულიყავი?!

Merab Dvalishvili -ს გაუმარჯოს, და იმ ურთიერთობას, მისი სიყვარული და პატივისცემა, ოკეანის გაღმა რომ ჩაგიყვანს!

და იმ შეგნებასაც ამას რომ გაგაკეთებინებს.
Roman Dolidze“, - წერს თათია ზუხბაია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მენატრები დეე, მალე ჩამეხუტე... ველოდები ნათლისღების სასწაულს“ – ბათუმში დაკარგულ მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

⭕„დიდი ისტორიისა და წარმატების მქონე კლუბ „ჟალგირისის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი! რა იქნება შემდეგ ამას დრო გვიჩვენებს“ – თიკა ფაცაცია შვილზე

🎥 „რა კარგია ჩურჩხელა, რა კარგია თათარა...“ - რას ღიღინებდა მერაბ დვალიშვილი გამოსვლამდე?