
ბიზნესმენი, მომღერალ თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე ბექა ხოფერია მესამე ცოლს ცოტა ხნის წინ დაშორდა, რომელთან იტალიაში გადახდილი ქორწილის შესახებ შარშან მთელი საქართველო საუბრობდა.
ბექა და მისი მესამე მეუღლე სოფო ქურდიანი ხუთ წელზე მეტ ხანს იყვნენ ერთად და საერთო შვილს გიორგის ზრდიდნენ. დაქორწინება მხოლოდ შარშან გადაწყვიტეს. ქორწილი სიცილიაში გადაიხადეს. საქართველოდან სიცილიაში 90-მდე ადამიანი გაემგზავრა. აღნიშნულ ქორწილს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან ცერემონიალს ბექას პირველი ცოლი თიკა ჯამბურია და მათი საერთო ქალიშვილი ნინა ესწრებოდნენ.
ბიზნესმენს ახალი რჩეული უკვე ჰყავს, მისი ახალი შეყვარებული ასევე ცნობილი გოგონა, ნუცა ადამიაა.
ამჯერად ბექამ ყოფილ ცოლთან და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა:
„მესამე კლასში გადავედით“ , - წერს ბექა ხოფერია.
ასევე დაგაინტერესებთ: