Digest Logo

🎥 „წინა ცხოვრებაში მიმართავდა მაგიას იმისთვის, რომ მიეზიდა სიყვარული... ზუსტად ის დაემართა, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა“ - ნუმეროლოგი კესარია აბრამიძის დაღუპვაზე

1726758324
თათია გარანიძე

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნუმეროლოგი თათია გარანიძე თავისი გადმოსახედიდან ხსნის, თუ რატომ დაემართა კესარია აბრამიძეს ასეთი ტრაგიკული ამბავი. როგორც თათია ამბობს, მას კარმული ვალი 18.6.6 ჰქონდა, რაც ყველაზე რთულია.  ნუმეროლოგის თქმით, წინა ცხოვრებაში ის მაგიას მიმართავდა იმისთვის, რომ სიყვარული მიეზიდა.

„ეს პოზიციები, რომელიც კესარიას აქვს, აქედანაა გამოწვეული ისიც, რომ ტრანსგენდერი გახლდათ და ისიც, რაც მოხდა. 

კარმული ვალი 18.6.6 ყველაზე რთულია. ეს ადამიანი წინა ცხოვრებაში მიმართავდა მაგიას, იმისთვის, რომ მიეზიდა სიყვარული. მან იმდენი სიყვარული მიიღო, რომ ახლა საკუთარი თავის სიყვარულის გარდა არავისი არ უნდა სჭირდებოდეს. 

კაციდან ქალზე გადართვა იმიტომ მოინდომა, რომ ქალები უფრო მეტ სიყვარულს იღებენ. კარმული ვალის მქონე ადამიანი, ვისაც 18.6.6 აქვს, ყოველთვის მიისწრაფვის უფრო მეტისკენ და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. 

იცოდეთ, რომ როცა თქვენს თავს სიყვარულს აჩუქებთ, როცა თავს კარგად იგრძნობთ, აი, მაშინ მიიღებთ ნამდვილ სიყვარულს და დააბალანსებთ იმ კარმულ ვალს, რომელიც წინა ცხოვრებიდან მოდის.

კესარია დაბადებული იყო 18-ში. ბევრჯერ მაქვს ნახსენები, რომ მეთვრამეტე ენერგია პირდაპირი მნიშვნელობით ყველაზე საშიშია. ეს არის ილუზიები, ფიქრების ძალიან დიდი ძალა და ვინც არ იცის, როგორ მართოს ეს ფიქრები, თავისი შიშების მსხვერპლი ხდება. კესარიასაც ზუსტად ის დაემართა, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა.

კესარიას ჰქონდა მეექვსე ენერგია, რაც საკუთარი თავის სიყვარულის გამოცდას ნიშნავს, მჭიდრო კავშირშია კარმულ ვალთან, სამწუხაროდ მან ეს ვერ გაიარა. 

შეიძლება ბევრს ეგონოს რამდენს მიაღწია, თავისი სურვილები აისრულა, მაგრამ წლის მთავარი გამოცდა მან ვერ გაიარა. ბევრი ვერ გადის საკუთარი თავის სიყვარულის გამოცდას. 

პირველ რიგში გიყვარდეთ საკუთარი თავი, დააფასეთ საკუთარი თავი და შემდეგ სხვები. იყავით მოთმინებით, როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან და ეცადეთ, კარგის მეტი არაფერი დაინახოთ, განსაკუთრებით 2 ოქტომბრამდე“, - ამბობს თათია გარანიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„სიკვდილის წინ რომ მითხრან, რომ ცხონდე, მას შეუნდეო, უარს ვიტყვი და ჯოჯოხეთში ჩავალ“ - ვისზე საუბრობს ბესო ზანგური

ამინდი მკვეთრად გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

„დაურეკავს და უთქვამს, დადე თუ გინდა ფოტო, მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვოო“ - რას ჰყვება კესარია აბრამიძის მეგობარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულზე