Digest Logo

„მეც ვიდექი აქციებზე ყველა ასაკში, მაგრამ არ მახსოვს ასეთი გინება, აგრესია და სიძულვილი საკუთარი მოქალაქეების მიმართ“ - ხატია სიჭინავა

1714654011
ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ახალგაზრდების პროტესტის გაღვივებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ამხელს.

იგი ასევე მიმართავს ახალგაზრდებს და ახსენებს გასულ წლებს, როცა სიტყვის თავისუფლების გამო კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ოჯახს აწიოკებდნენ.

„ლევან ხაბეიშვილი გუშინ ჰყვებოდა რა მეთოდებით უსწორდებოდნენ ხალხს „ნაციონალები“. ოღონდ საკუთარ თავზე მოირგო. ტელეფონით უღებდნენ თურმე და თავიანთთვის სასურველი ტექსტის თქმას აძალებდნენ. ჩვენ აქ ვართ ლევან. ძალიან კარგად გვახსოვს ვისი ხელწერაა ეგ.

ბავშვები, რომლებსაც სათავისოდ იყენებენ, მართლა გულანთებული დგანან იქ და მართლა ჰგონიათ, რომ ნაცებს კი არა, სამშობლოს იცავენ! მათზე ძალადობა საშინელებაა, რადგან როგორ შეცდომაშიც არ უნდა იყვნენ შეყვანილი, ის ჩვენი მომავალი თაობაა.

მე გუშინ ვნახე სკოლის მოსწავლეები, რომელთათვისაც ეს ყველაფერი თავგადასავალია. ისინი ერთმანეთს უყვებოდნენ, ვინ როგორ მოსდევდა, რა ესროლეს იმათმა და ამათმა. ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, მეც ვიყავი პატარა და მეც კინოს გმირი მეგონა თავი, როცა აქციაზე ვიდექი. ბავშვებს ვერ მოსთხოვ სწორად შეაფასონ მდგომარეობა და მათ, რაც უფრო მოსდევ, მით უფრო უკონტროლოები ხდებიან.

მეც ვიდექი აქციებზე ყველა ასაკში, მაგრამ არ მახსოვს ასეთი გინება, აგრესია და სიძულვილი საკუთარი მოქალაქეების მიმართ. პოლიციას არ ვგულისხმობ. ჩვეულებრივ, აქციაზე არ მყოფ ადამიანებს ვგულისხმობ. ქუჩიდან დაწყებული, სოცქსელით დამთავრებული, ვინც მათ აზრს არ ეთანხმება, ან საერთოდ არ ერევა თემაში, სიტყვიერად და ფიზიკურად ცდილობენ მისწვდნენ.

ბავშვებო, იყო დრო, როცა სიტყვის თავისუფლების გამო კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ოჯახს უწიოკებდნენ, მაგრამ საბედნიეროდ გავიარეთ ეგ დრო და თქვენ აღარ ცხოვრობთ მაგ დროში. ახლა შეგიძლიათ თავისუფლად დააფიქსიროთ თქვენი აზრი, რა საჭიროა ეს აგრესია.

მთავრობა რომ მოგწონდეს, ფსიქიკური პრობლემები უნდა გქონდეს. მთავრობა იმისთვის არ არის რომ მოგეწონოს, ის უნდა ემსახუროს ხალხის კეთილდღეობას.

ერთი წლის წინ, მე თვითონ ვიფიქრე, რადგან წლებია არჩევანი არ მაქვს და ამ ორს შორის უნდა გადავწყვიტო, იქნებ მართლა გამოსწორდა ოპოზიცია და საშველი იქ იყოს -მეთქი.

არა !!!

ისინი დარჩნენ ისევ გაავებულ ტიპებად, რომლებიც ძალაუფლების დაბრუნების ჟინით, ჩვენ კი არა, ერთმანეთსაც შეჭამენ!!

ამ ბავშვების ემოციას რა თქმა უნდა ყველა სათავისოდ იყენებს!

ამასობაში ბავშვები ზიანდებიან!

რაც აბსოლუტურად დაუშვებელია!

არა ძალადობას ორივე მხრიდან!

არა, არა და არა ბავშვების სუფთა გულის გამოყენებას საკუთარი ავი ამბიციებისთვის !

არა თვალებში ნაცრის შეყრას, რომ ნაცებს ბავშვები ადარდებთ და არა ძალაუფლება !! ესეც გაივლის, 
აღდგომის წინ ყოველთვის დიდი ბრძოლაა.

ბოლოს და ბოლოს ღმერთს ვერ გავუგეთ და რა გასაკვირია ამ უღმერთობის დროს, ერთმანეთის არ გვესმოდეს“, - წერს ხატია სიჭინავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთი უდიდესი ფსიქოლოგიური მიზეზი არის ვერ გაშვებული წყენა“ - ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი

„უმიზეზოდ არავინ გაჩუქებს რამეს, მით უმეტეს ფულს... არ მინდა ვინმემ ოდესმე გაბედოს, საქონელივით ივაჭროს ჩემი ქვეყნით“ - გიორგი დვალიძე

„საქართველო vs უსამშობლოების ბრძოლა დაწყებულია... საკუთარ ქვეყანას რუსეთი უწოდო, ესეც ხომ დიდი გეგმის ნაწილია?“ - ნინო წილოსანი