
სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი დვალიძე ფეისბუკზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტის ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიას სიტყვებს იზიარებს და წერს, რომ საქართველოს ტყუილად არც ერთი ქვეყანა არ ეხმარება და ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
„მართალია ეს კაცი და რა გინდა, ქნა.
„როცა ვინმე ფულს გჩუქნის, აღებამდე ყოველთვის იკითხე, რა უნდა გააკეთო სამაგიეროდ“.
უმიზეზოდ არავინ გაჩუქებს რამეს, მით უმეტეს ფულს და იმ არგუმენტზე, რომ ვინმე ჩვენს ქვეყანას ფულს სჩუქნის და გვეხმარება, გეტყვით, რომ ღორსაც ასუქებენ დაკვლამდე.
მე არ მინდა ვინმემ ოდესმე გაბედოს, საქონელივით ივაჭროს ჩემი ქვეყნით.
არც რუსეთს დავემონები და არც - ვაჭარ დასავლეთს. მე ვარ ქართველი და ამას არავითარი მაშასადამე არ სჭირდება!“, - წერს გიორგი დვალიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: