
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე ვითარებაზე წერს. მან უსამშობლო უწოდა ადამიანებს, რომლებმაც ლონდონში არსებულ საქართველოს საელჩოს რუსეთის დროშა მიაკრეს.
გარდა ამისა, ნინო წილოსანი ამბობს, რომ ბრძოლა საქართველოსა და უსამშობლოებას შორის დაწყებულია.
„უსამშობლოა ის, ვინც ეს წარწერა გააკეთა და სამწუხაროდ ამ დემონსტრაციების დროს მსგავსი უამრავი შემთხვევა გამოვლინდა..
აქ არც კანონშია საქმე და არც ხელისუფლებაში, უბრალოდ ამ ახალგაზრდებს ძალიან დიდხანს ურეცხავდნენ ტვინს, აჯერებდნენ, რომ საკუთარი ქვეყანა ყველაზე ნაკლებად უნდა ჰყვარებოდათ..
ლოზუნგებზე და ბანერებზე წარწერები - არა რუსულ კანონს, სრულებით არ ახდენს იმის პრევენციას, რასაც ფოტოზე ვხედავთ, შემდეგ ამ ყველაფერს ემატება ფოტოს სიამაყით დამდები მედია საშუალება და მთელი ანტიქართული პროპაგანდის ჯაჭვი.
მთელი რიგი სისტემები და ადამიანები, რომლებიც საზოგადოების აზრს აყალიბებდნენ წლების მანძილზე მუშაობდნენ, რომ მივჩვეულიყავით სამშობლოს გინებას და მასში ყოველთვის ცუდი დაგვენახა.
საკუთარ ქვეყანას რუსეთი უწოდო, ესეც ხომ დიდი გეგმის ნაწილია. შენი ქვეყანა, რეპუტაციულად თუ მიწასთან არ გაასწორე, რაა მამული?! - სწორედ ამ ქვეტექსტით მოქმედებდნენ დიდი ხნის განმავლობაში.
მთელი საინფორმაციო მანქანა მომართულია და მუშაობს, რომ დაგანახვოთ ქართული რუსულად, თანაც ეს ყველაფერი ისე სურთ გააკეთონ, რომ კითხვის დასმაც კი ვერ გაბედოთ.
მოკლედ, გამოწვევა მიღებულია - საქართველო vs უსამშობლოების ბრძოლა დაწყებულია. შეუძლებელია სამშობლომ არ გაიმარჯვოს და რამდენადაც Gen-Z-ის ენაზე ნოთ ქულ არ უნდა იყოს, მაინც, მამული, ენა, სარწმუნოება !!!“, - წერს ნინო წილოსანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: