
ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი, შემსრულებელი ნუცა შანშიაშვილი საზოგადოებისთვის საყვარელი არტისტია. იგი განსაკუთრებულად უყვართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამასთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნუცასა და ანრი ჯოხაძის დუეტი – „მაჩუქე ფრთები“.
ამჯერად არტისტი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხით დაბრუნდა, სადაც იმ ემიგრანტებზე საუბრობს, რომლებიც საზღვარგარეთ მოხუცებს უვლიან:
„ხშირად შემთხვევია შემთხვევა ცხოვრებაში რაც პროფესიას და სამსახურს ეხება, ამას წინათაც შემხვდა ნიუ-იორკში ჩამოსული ახალგაზრდა გოგო, გამომესაუბრა და ვკითხე უნდა დარჩე -მეთქი? არაო, აქო ჩემი ტოლებიო მუშაობენო, ზოგი ბარშიო, ზოგი მოხუცს უვლისო და მე არ შემიძლიაო, უნდა ვისწავლო და მერე დავბრუნდეო, მე ამისთვის არ ვარ შექმნილიო. მივხვდი, რომ ურთიერთობა შეიძლება დაძაბულიყო, მეუბნება მეტი საქმე არ მაქვს ვიღაცას ჩავბანოვო.
ამაზე საერთოდ გამოვშტერდი, ვუთხარი ღმერთმა ნუ ქნას გაგიჭირდეს, ცხოვრება ისეთი დაუნდობელია ყველაზე ძალიან რაც არ მოგწონს და აკრიტიკებ იქ გარტყავს -მეთქი.
მქონია შემთხვევა, მოსკოვში დავხმავებივარ ადამიანს, ეს არის უდიდესი ჰუმანურობა, ეს ყველაზე დიდი ფუფუნებაა, როცა ადამიანს ეხმარები“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორია ზურა ნიჟარაძე ეკრანს მიღმა და სამი როლი, რისი თამაშიც ოცნებად აქვს