Digest Logo

მეუფე შიომ საპატრიარქო რეზიდენციაში პროექტში „საზღვრებს მიღმა“ მონაწილე მოზარდები მიიღო

1722010576
მ ეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში პროექტის „საზღვრებს მიღმა“ მონაწილე მოზარდები მიიღო.

საპატრიარქოს ინფორმაციით, პროექტში მონაწილე მოზარდები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, ჰერეთიდან და აგრეთვე, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებული დიასპორებიდან არიან.

„შეხვედრაზე მოზარდებმა ქართული სიმღერები და ლექსები წარმოადგინეს. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს საქართველოს რეგიონებსა და დიასპორებში მცხოვრები მოზარდების დაახლოებას, რაშიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასაც დიდი წვლილი შეაქვს“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საუკეთესო საზაფხულო სიმღერების პოპური“ - საოცარი შესრულება თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილისგან

🎥 „ასე ვემსახურებით ამას...სამზარეულოდან მიგვყავს სასტუმროში“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ჭინჭარაული?

🎥 „ნუ მოკლავ გველხოკერას, მით უმეტეს, თუ გველების გეშინია“ - რა სარგებლობა მოაქვს გველხოკერას?