თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტს ეხმიანება, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემას ამხელს.
ჟურნალისტური გამოძიების ცნობით, ჯგუფ „მილტონის“ კომპანიებთან კავშირების მოკვლევის დროს 5 პირი იკვეთება. მათგან კი ერთ ფიგურანტთან - დავით კეზერაშვილთან მივყავართ.
„ადრე ქართველები წვრილმანი თაღლითების და ქურდბაცაცების ექსპორტს ვეწეოდით ევროპაში, ახლა კი ამხელა ნიჭის ამოფრქვევა მოხდა კეზერას სახით.
ხედავთ რამხელა პროგრესი გვაქვს დაუნახავო ევროპელო პენსიონერებო?
„მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას“ - ჩვენი პასუხი BBC-ის“, - წერს ოქრუაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „დედას მეორედ გათხოვების უფლება არ მივეცი“– რას ჰყვება ნუცა ბუზალაძე
🔵 „ღრმად განმცდელი კაცია, მისთვის ყველა თამაში ბოლო თამაშია და არც ფეხბურთელური ეშმაკობობებით იოლად გასვლაა მისი საქმე“ - აკა მორჩილაძე კვარაცხელიაზე