
კონცერტმაისტერი, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
გარდაიცვალა მუსიკოსი, პედაგოგი მანანა კორძაია, რომელსაც დირიჟორი ემოციურად ემშვიდობება:
„დადგა დღე, როცა მანანის მიიბარებს ჩვენი მიწა… მანანის, რომელზედაც მხოლოდ ერთი წინადადებით შემიძლია ვთქვა: მე მიყვარს მ ხ ო ლ ო დ მ ი ს ი საქართველო! მისნაირ პიროვნებათა საზოგადოებისგან ფორმულირებული ჩემი სამშობლო!!!!!!!!!!!
აუ, მანანი, შენ მიგაქვს ჩემი გულის და სულის დიდი ნაწილი… ვიცი, რომ ოდესმე შევხვდებით, მაგრამ მანამდე მაქვს გასაკეთებელი შენთვის მნიშვნელოვანი და რომ გიხაროდა ისეთი საქმეები, ამიტომ ცოტა ხანი დამიცადე, კარგი?! შენ სულს შემოევლოს შენი ნიკოლოზ რაჭველი“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ: