Digest Logo

„მინახავს ცხრამეტი წლის გოგონა, მანქანაში აფეთქებული და ნაწილებად დანაწევრებული. მინახავს ქალები, ჯგუფურად გაუპატიურებული და შემდეგ მოკლული“ - ფადი ასლი

1696964266
ბიზნესმენი ფადი ასლი

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ბიზ­ნეს­მე­ნი ფადი ასლი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

მე მინახავს სამი მეგობარი კედელზე მიყუდებული და ტყვიით დახვრეტილი.

მე მინახავს ცხრამეტი წლის გოგონა, მანქანაში აფეთქებული და ნაწილებად დანაწევრებული. მე მინახავს შემთხვევითი მოქალაქეები, რომლებიც გამოიყვანეს მანქანებიდან და ესროლეს ცარიელ ზონაში "არასწორი" რელიგიის მიკუთვნების გამო.

მინახავს ქალები ჯგუფურად გაუპატიურებული და შემდეგ მოკლული.

მე მინახავს ჩვილებზე მოკვეთილი თავები.

მე მინახავს უდანაშაულო ჟურნალისტი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადაგდების ნაცვლად დახვრეტას იხვეწებოდა.

მე მინახავს მამა, რომელიც სასოწარკვეთილებისგან თავში ტყვიას იხლიდა სნაიპერის მიერ მოკლული ერთადერთი შვილის დაკრძალვაზე.

მე მინახავს ზრდასრული მამაკაცები, რომლებიც უშიშრად ელოდნენ კედელთან სიკვდილს ხოლო სხვები მუხლებზე დაჩოქილი ითხოვენ სიცოცხლეს.

მე ვცხოვრობდი ტერორის სუნში ტერორის ხმაში,ტერორის სახით, რადგან ტერორი და საშინელება ტყუპი დები არიან, რომლებიც ერთად დადიან ხელჩაკიდებული და ჩემს თავს ვუთხარი, ომი აღარასოდეს...
ვცდილობდი ამ ყველაფრის დავიწყებას, მეხსიერებიდან წაშლას, მუდმივ მოღიმარი სახის მიღმა დამალვას, მაგრამ შემდეგ ყოველთვის არის ვინმე, ვინც მეკითხება, ვიცი თუ არა რამე ომების შესახებ და ვიცი თუ არა ტერორის ნამდვილი მნიშვნელობა და ეს მიტოვებს სახეზე გაყინულ ღიმილს, ნაცრის გემოს პირში და მწარე ცრემლს თვალის კუთხეში...“, - ფადი ასლი (უტოპია და რეალობა).

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

„ძალიან დიდი მადლობა, რომ შანსი მომეცით ძალიან კარგ თეატრში ვყოფილიყავი“ - კოკო როინიშვილი ლევან წულაძეს მიმართავს

„გიზიარებთ უახლეს მონაცემებს“ - რას წერს ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე

🎥 თეთრი სახლის წარმომადგენელმა ისრაელზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა