მუსიკალური პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში მომღერალ ქეთა თოფურიაზე წერს და ამბობს, რომ ის კრემლში დაგეგმილ კონცერტზე მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზად პირადი პრობლემები სახელდება.
„მე კი ვიცოდი, მაგრამ შეგნებულად არ ვწერდი.
ბოლომდე მაინტერესებდა ვინ მტერი და ვინ მოყვარეა, მინდა გაგიცრუოთ იმედები და მოგახსენოთ, რომ ქეთა ამ კონცერტზე პირადი პრობლემების გამო არ იღებს მონაწილეობას!
შეგრცხვათ? თუმცა არა, ეს ხომ ის კასტაა გადაუმოწმებლად საკუთარს ხალხს ასე გადაუაროს და ბოლი გამოუშვას და ალანძღვინოს!“, - წერს ნატო დუმბაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„დაქორწინება ჩემთვის არის ბუტაფორია და ცარიელი ფურცელი“ - მარკუს მეტრეველი