„არ ვგმობ ამ ფაქტს, იმიტომ, რომ იქ (უკრაინაში) ჩემი ახლობლები იღუპებიან და როგორ შეიძლება ამ ფაქტის დაგმობა? - ასე ეხმაურება ,,კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, საინფორმაციო სააგენტო CNews-თან საუბრისას რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის თამარ გვერდწითელის ვარსკვლავის, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტების მიერ, უკრაინის დროში ფერებში შეღებვას.
ოქიტაშვილის განცხადებით, მაშინ როდესაც რუსეთი უკრაინაში, ქართველი ხალხის მოძმე ერს ანადგურებს, წარმოუდგენელია კრემლის დარბაზში გამოხვიდე და ოკუპანტს უმღერო.
„დღეს როდესაც უკრაინაში ჩვენი ძმები და დები იღუპებიან როგორ შეიძლება სიმღერა კრემლში? რა კომენტარი უნდა გავაკეთო?“,- განაცხადა ოქიტაშვილმა CNews-თან საუბრისას.
ცნობისთვის, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები თამარ გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი და ქეთა თოფურია, 8 მარტისთვის მიძღვნილ კონცერტზე კრემლის დარბაზში გამოვლენ და რუს მსმენელს უმღერებენ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„დაქორწინება ჩემთვის არის ბუტაფორია და ცარიელი ფურცელი“ - მარკუს მეტრეველი