Digest Logo

„მინდა ყოველთვის ასეთი კეთილი, მოსიყვარულე, საიმედო, ყურადღებიანი და თბილი იყო“ - ილია სულამანიძე იუბილარია

1781790917
ილია სულამანიძე

ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენი ილია სულამანიძე იუბილარია. 

იგი 25 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. 

განსაკუთრებული და ემოციური სიტყვები მიუძღვნა სპორტსმენს ცოლმა, თაკო მეგრელიძემ:

„გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებას, ყველა ოცნებისა და სურვილის ასრულებას.

მადლობა, რომ ყველაფერს აკეთებ ჩვენი ბედნიერებისთვის და ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ. 

მინდა ყოველთვის ასეთი კეთილი, მოსიყვარულე, საიმედო, ყურადღებიანი და თბილი იყო. 

გამორჩეული ხარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ. 

მიყვარხარ“, - წერს თაკო მეგრელიძე. 

ვინ არის ილია სულამანიძის რჩეული?

ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენის რჩეული ასევე სპორტსმენი, მოცურავე თაკო მეგრელიძეა. თაკოს არაერთ შეჯიბრებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის კარიერაში წარმატებაც ბევრია. 22 წლის უმშვენიერესი თაკო საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტია და სამართალმცოდნეობას სწავლობს.

„უსასრულოდ ასახდენი და სამუდამოდ ახდენილი ოცნება ხარ ჩემს ცხოვრებაში“, - წერდა ილია სულამანიძე მისი და თაკო მეგრელიძის ვიდეოზე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მიყვარს, მიყვარს არდადეგები 🕶️☀️“ - გიორგი მიქაუტაძის ახალი ფოტოები

🎥 „ასეც ხდება ხოლმე...“ - რა კადრებს აქვეყნებს ეთერ ლიპარტელიანი

„ოჯახის საიდუმლოებების დანახვა, ტრავმების აღმოჩენა, გარდაქმნა და განთავისუფლება...“ - რას წერს ასტროლოგი