
ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა ყველასთვის ნაცნობი სახეა. მას სხვადასხვა პლატფორმაზე აქვს შექმნილი არხი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს, ქორწილების თუ პერსონალურ ვიდეოებს პერიოდულად აქვეყნებს.
ბოლო ერთი თვეა ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა მთელი თავისი რესურსი მხოლოდ „იუთუბის“ და საკუთარ თავს დაუთმოს, შესაბამისად უარი თქვა ქორწილებისა და წვეულებების გადაღებაზე. იგი ერთი თვეა, რაც „იუთუბიზე“ გამოჩნდა, განათავსა ორი ვიდეო, რომლებმაც უამრავი ნახვა და უკვე 63 ათასამდე გამომწერი მოუტანა.
მისმა მეუღლემ, სალი წვერავამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკვადორში ჩასული გიორგი ჯობავა გაძარცვეს. გიორგი ჯობავამ გზა მაინც გააგრძელა და ამაზონის ჯუნგლებს ესტუმრა, საიდანაც კადრებს გვიზიარებს და წერს:
„მოგზაურობა ამაზონის ჯუნგლებში.
არასდროს დამავიწყდება ის ემოციები, რაც აქ მივიღე.
შებიჯება სრულიად სხვა სამყაროში, ცხოვრება ადგილობრივ ტომთან და შეჯახება იმ შიშთან, რაც აქამდე მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი.
ჩემი ყველაზე დიდი ფობია - გველი.
აქ ჩემს ფობიას ცხვირწინ დავუდექი, ხელით შევეხე და ჩავიდინე ის, რასაც, მეგონა, რომ ვერასოდეს ჩავიდენდი - პირდაპირ მდინარეში გადავხტი, რომ საკუთარი ხელით ამომეყვანა ანაკონდა. რადგან არ ვიცი, აქ ოდესმე თუ ისევ მოვხვდები, მინდოდა ეს ჩემს ცხოვრებაში გაკეთებული მქონოდა. ამას ნახავთ „იუთუბის“ ვიდეოში.
ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, რომ საკუთარი თვალით მენახა, როგორია ამაზონის ჯუნგლები და ეს ოცნება დღეს მე ავიხდინე.
რამდენიმე დღეში ვიქნები საქართველოში და საოცრად საინტერესო, ემოციურ და სანახაობრივ „იუთუბის“ ვიდეოს გამოვაცხობ“, - წერს გიორგი ჯობავა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე ნათელი და ბრჭყვიალა...“ - ბაბი კირკიტაძის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს
⭕ „რა კარგ ფორმაში ხარ...“ - მანუ მურღულია ბათუმიდან ახალ კადრებს აქვეყნებს