Digest Logo

„მის სიცოცხლეშიც არ მილაპარაკია მიზეზებზე და ახლა კაცი აღარ არის და ჭორაობთ… სირცხვილია, პატივი ეცით მის სულს…“ - მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლის მიმართვა

1659602263
მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლე

მამუკა ონაშვილის ყოფილი მეუღლე ირინა ჩიხლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ჟურნალისტების ნაწილს საყვედურობს. მისი თქმით, მედია საშუალებებმა ძველი ინტერვიუები ამოქექეს და ასეთ დროს გამოიყენეს.

„რამ გაგაბოროტათ ერო? ამოქექეს ჟურნალისტებმა ჩემი ძველი ინტერვიუები, გაამძაფრეს უფრო და ალანძღინებენ ჩემს თავს… ვის რაში გაინტერესებთ ასეთ დროს, მეუღლეს რატომ დავშორდი?… მის სიცოცხლეშიც არ მილაპარაკია მიზეზებზე და ახლა კაცი აღარ არის და ჭორაობთ… სირცხვილია. პატივი ეცით მის სულს…”, – წერს ირინა ჩიხლაძე.

ცნობისთვის, 55 წლის მამუკა ონაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მომღერალი და მსახიობი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 1 აგვისტოს გარდაიცვალა.

 

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵მამუკა ონაშვილს სიყვარულის პოვნა არ დასცალდა: ახლა ვფიქრობ, რამდენი წელი გამიფრინდა „მოდი, ხვალ“-ის ძახილში...

🔵„მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა და აღვარღვარებენ ღაპაღუპით ნიანგის ცრემლებს“ - ნიკა ქავთარაძე

🔵„ძალიან დიდ ტკივილს განვიცდი... დასრულდა კიდევ ერთი ლამაზი მუსიკალური ეპოქა, მამუკას სახით“ - თამარ გვერდწითელის ემოციური პოსტი