Digest Logo

„მიშა, გორში სტალინის ძეგლი მოხსენი, მოაშორე მეთქი - მერაბიშვილმა ჩაშალა, არჩევნები მაქვს მოსაგებიო“ - ჩერგოლეიშვილი

1647607272
თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პირველად წერს, რომ გორში სტალინის ძეგლის აღება სააკაშვილს თავად სთხოვა.

დაიგეგმა კიდეც, მაგრამ საკითხის განხორციელებას ხელი ვანო მერაბიშვილმა შეუშალა. მისი თქმით, მერაბიშვილმა თქვა, რომ 2010 წელს არჩევნები ჰქონდა მოსაგები და ძეგლის აღება არ აწყობდათ. შეგახსენებთ, სწორედ 2010 წელს, არჩევნების შემდეგ ძეგლი გვიან ღამით მალულად აიღეს.

„2009 წელს ჩექფოინთ ჩარლიდან გერმანიის მაშინდელი გადასარევი ელჩის, პატრისიას დახმარებით ჩამოვიტანე ფოტო გამოფენა ბერლინის კედლის.

იპოდრომზე დავდგი უზარმაზარი კედელი - ბერლინის კედლის ანალოგია.

კედელი სრულდებოდა დიდი ეკრანით და პულტით - უკრავდა გიორგი ბაქანიძე და თომა ჩალაძე, ისმოდა რეიგანი, ჩერჩილი, ტეტჩერი კენედი - გიორგი სასწაულს აკეთებდა - Riders on the Storm - ზე დადებული რეიგანი არასოდეს დამავიწყდება.

ბაიდენი იყო აქ მაგ დღეს - სააკაშვილის ცნობილი ფოტო ნიუ იორკ თაიმსში, ღვინის ბოთლით და მინდორში, ვისაც გახსოვთ - ეგ ღონისძიებაა. დაანგრიეთ კედელი!

პ.ს. გაგრძელებაც აქვს ამ ისტორიას. ღონისძიება მიშას ისე მოეწონა, მთხოვა გორშიც გააკეთე ომის წლისთავზეო.
კაი მეთქი. ჩემდა სამარცხვინოდ გორში ნამყოფი არ ვიყავი - ჩავედი დავდექი მოედანზე, ვხედავ უზარმაზარ სტალინს.

მეთქი ამ ძეგლთან რამე როგორ გავაკეთო მიშა? ჯერ ეს მოხსენი! მოაშორე აქედან!

დავაბი - he is about visual, დავანახვე როგორ გამოდის სიტყვით გორში ცენტრალურ მოედანზე, ომის წლისთავზე, ბერლინის კედლის ფონზე და როგორ ინგრევა მის უკან სტალინის გლორიფიკაცია - ძეგლი - იღებს სიენენი, ფოქსი, ყველა დიდი მედია! გაგიჟდა მოეწონა. როგორ არ უნდა მოსწონებოდა?

მაგრამ ჩამიშალეს - ვანო მერაბიშვილმა გორში არჩევნები მაქვს მოსაგები 2010 წელსო. (ისე მე რა ჩამიშალეს, მიშასთვის იქნებოდა კარგი ახლაც, ეგ კადრი რომ არსებობდეს). აღარ ვაკეთებდი ღონისძიებას სანამ არ დამპირდნენ რომ მოხსნიდნენ არჩევნების მერე - მერე უკვე სტალინის ძეგლის აღების მოთხოვნად გადავაკეთე და აღარ მოვეშვი სანამ ღამით არ მოხსნეს“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც 20 დღის განმავლობაში ასრულდება“ - ცაგარელი

🔵„მაინც წავიდა… სითბოში ჯდომას, სიცივეში, საველე პირობებში შრომა არჩია... რამდენიმე დაობლებულ პატარას ხომ ჩაიხუტებს და წუთიერად გაათბობს…“ - სოფო ჯაფარიძის დედა

🔵რუსეთის არმიამ უკრაინაში დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბა