Digest Logo

„მისი გარდაცვალების შესახებ მიმობნეული ცნობების ქვეშ ვხედავ ახარხარებულ ადამიანებს...“ - დათო გორგილაძე

1673026792
დათო გორგილაძე და ლიზა ქისტაური

მწერალი დათო გორგილაძე ტრანსგენდერი ქალის ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შემდეგ, სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს და იმ ადამიანებს ეხმიანება, რომლებიც ამ ტრაგედიას არასერიოზულად, ცინიზმით მიუდგნენ.

„ლიზა ქისტაურს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მისი გამბედაობა და ბრძოლის უნარი ყოველთვის მხიბლავდა.
განსაკუთრებით კი აღმაფრთოვანებდა მისი უნარი, რომლის დახმარებითაც რთულ და წინააღმდეგობრივ გზაზე მოსიარულე არ კარგავდა ხალისსა და სილაღეს საკუთარი თავისა და სხვების გასამხნევებლად.

მისი გარდაცვალების შესახებ მიმობნეული ცნობების ქვეშ ვხედავ ახარხარებულ ადამიანებს. ეს ადამიანები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. ქუჩაში, შენობების დერეფნებსა და კაფეებში გვხვდებიან.
შვილებსაც ზრდიან (ან უკვე გამოზარდეს).

მათი დიდი ნაწილი დღეს შობის აღსანიშნავად ფანჯრებთან სანთლებს აანთებს იმის იმედით, რომ ქრისტე მათკენაც გაიხედავს.

ლინკოლნმა თქვა ერთხელ: მლიქვნელი არის ადამიანი, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს სთხოვს შეწყალებას იმ მოტივით, რომ ის ობოლიაო.

მე კი მგონია, რომ მთავარი მლიქვნელები თქვენ ხართ - ისინი, ვისაც ღიმილს კი არა, ხარხარს გფენთ სახეზე უდანაშაულო, კეთილი და ლაღი ადამიანის სიკვდილი და ამავდროულად შინ იწვევთ ქრისტეს.

გისურვებთ, რომ შვილებმა ერთხელაც პასუხი მოგთხოვონ ამ მლიქვნელობის გამო და როცა სათქმელი არა გექნებათ რა, სახეში შემოგაფურთხონ.

მიცვალებულმა დაე მშვიდად განისვენოს“, - წერს დათო გორგილაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ძალიან აშინებდა სიკვდილი“ - ლიზა ყენიას ემოციური პოსტი

🔵 „დედას მისი შვილი უყვარს ისეთი, როგორიც არის...“ - ლიზა ქისტაურის დედის ემოციური ინტერვიუ

🔵 ლიზა ქისტაური გარდაცვლილია - ბელგიის პოლიცია

🔵 საქართველოს საგარეო უწყების პირველი კომენტარი ლიზა ქისტაურის მკვლელობასთან დაკავშირებით