Digest Logo

„მისი მოღვაწეობა იყო სიყვარულის, თავმდაბლობის, მოთმინების და მსახურების საოცარი მაგალითი, მთელი საქართველო ერთიანი ვართ ამ დიდ მწუხარებაში“ - კახა კალაძე

1773819506
კახა კალაძე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. 

როგორც თავად აღნიშნავს, პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია მთელი მართლმადიდებლური სამყაროსა და საქართველოსთვის:

„დღეს მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას - ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეძლო ბოლშევიკური ტალღის შემდეგ შევიწროებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენა და გაძლიერება, ერში სულიერების ამაღლება. მისი მმართველობის პირობებში საქართველოს საპატრიარქო იყო არა მხოლოდ სულიერების, არამედ ეროვნული ცნობიერების ფორმირებისა და ქართული კულტურის განვითარების მნიშვნელოვანი ცენტრი.

მისი მოღვაწეობა იყო სიყვარულის, თავმდაბლობის, მოთმინების და მსახურების საოცარი მაგალითი. ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ და დღეს მთელი საქართველო ერთიანი ვართ ამ დიდ მწუხარებაში.

პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის, საქართველოს და მის სულიერ შვილებს კი ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად“, - წერს კახა კალაძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 „თვით სატანას, ეშმაკსაც არ მოუვა აზრად ის ყველაფერი, რასაც წერენ, პატივს არ სცემთ ქვეყნის ისტორიას, ტრადიციას...“ - ტიკტოკერი სოცქსელში აგორებულ ცინიზმზე

„არახელსაყრელია ქორწილი, ფუნდამენტის ჩასხმა, ძველი ნაგებობების დემონტაჟი“ - 18 მარტის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

„საყვარელი ადამიანები არასოდეს მიდიან, მაშინაც კი როცა მათ სხეულს მიწა ფარავს“ - დათო ოქიტაშვილი