Digest Logo

„საყვარელი ადამიანები არასოდეს მიდიან, მაშინაც კი როცა მათ სხეულს მიწა ფარავს“ - დათო ოქიტაშვილი

1773817384
დათო ოქიტაშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი გამოეხმაურა და ილია მეორესთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა:

„საყვარელი ადამიანები არასოდეს მიდიან, მაშინაც კი როცა მათ სხეულს მიწა ფარავს.

ისინი რჩებიან ჩვენს ფიქრებში, პრინციპებსა და იმ სიკეთეში, რომელსაც მათი ხსოვნის პატივსაცემად ვაკეთებ“, - წერს დათო ოქიტაშვილი. 

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.

მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.

 ასევე დაგაინტერესებთ: 

„როდესაც 14-წლიანი ემიგრაციიდან სამშობლოში დავბრუნდი, მიმიღო თავის რეზიდენციაში, დიდხანს ვისაუბრეთ, ღიად გამოხატა ჩემდამი მხარდაჭერა“ - რას იხსენებს კონსტანტინე გამსახურდია

ეპოქის დასასრული: როგორ გამოეხმაურნენ მსოფლიოს ლიდერები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას

„აღარ შეიძლება ოცნებების სამყაროში დარჩენა... დგება დრო, როდესაც შინაგანი ენერგია უნდა იქცეს მოქმედებად“ - ასტროლოგი ახალმთვარეობაზე