საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ცინიზმს სოციალურ ქსელში ტიკტოკერი, იუმორისტი გიორგი მახარაშვილი გამოეხმაურა და ვიდეომიმართვა გაავრცელა.
როგორც თავად აღნიშნავს, თავად ეშმაკს არ მოაფიქრდება ის აზრები, რაც საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილში გამოჩნდა.
გიორგი ამბობს, რომ ასეთი ადამიანები არავის და არაფერს, მათ შორის არც ქვეყანას, ტრადიციას და ისტორიას პატივს არ სცემენ:
„პირველ რიგში ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს და მართლმადიდებლურ ეკლესიას, მართლმადიდებელ ქრისტიანებს. ძალიან მძიმეა ეს დანაკარგი და ძალიან მეწყინა.
„ფეისბუკზე“ მყავს ადამიანები, რომლებიც აი ამ ყველაფრით, ადამიანის გარდაცვალებით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო, იცლიან ყოვლად ამორალური რაღაცების წერისთვის. თვით სატანას, ეშმაკსაც არ მოუვა აზრად ის ყველაფერი, რასაც წერენ პატრიარქზე ახლა.
გული შემიწუხდა. როგორ უნდა მივიღოთ თქვენი აზრი, როდესაც თქვენ სხვას არ სცემთ პატივს? არანაირად!
არავინ გივარდება და გთხოვს, ცრემლები გადმოყარო და იგლოვო, მესმის, შეიძლება არ გიყვარდეს, არ სცემდე პატივს, სხვა რელიგიის წარმომადგენელი იყო, მაგრამ შენს გარშემო როგორ დავიჯერო, რომ ერთი ადამიანიც არ არის, ვინც ამ ყველაფრის ნაწილია, გული შესტკივა ამაზე, ანუ არავის, არაფერს სცემთ პატივს. არც ქვეყნის ისტორიას, ტრადიციას.
ჩემს მოსისხლე მტერზე რომ გავიგო, გარდაიცვალაო, იმაზე არ მომივა თავში აზრად ის ყველაფერი, რასაც ახლა კადრულობენ. ღლიცინებენ, „გაიხრწნებაო? წმინდანი ხომ იყოვო“, - ამბობს გიორგი მახარაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საყვარელი ადამიანები არასოდეს მიდიან, მაშინაც კი როცა მათ სხეულს მიწა ფარავს“ - დათო ოქიტაშვილი