სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი მზია ტალიაშვილი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თეატრის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, სადაც კოლეგები გარდაცვლილს გულთბილად ემშვიდობებიან:
„ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…
ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი თეატრის ლეგენდა, დიდებული მსახიობი - მზია ტალიაშვილი.
ქალბატონი მზიას შემოქმედებითი გზა ქართული თეატრალური ხელოვნებისა და ახმეტელის თეატრის გამორჩეული მატიანეა. მისი მრავალმხრივი ნიჭი და სცენური ოსტატობა მაყურებლის საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას იმსახურებდა.
ახმეტელის თეატრის დაარსების პირველივე დღიდან ის იყო ჩვენი დასის განუყოფელი ნაწილი, ერთგული მეგობარი და პროფესიონალიზმის მაგალითი. მისი წასვლა დიდი დანაკლისია როგორც ჩვენი თეატრისთვის, ისე მთელი ქართული კულტურისთვის.
სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ: