Digest Logo

„მისი ოცნება ინგლისური ფილოლოგიის შესწავლა იყო, თუმცა ხელოვნების სიყვარულმა საბოლოოდ სხვა გზა აარჩევინა“ - გიორგი ნიკოლავა დედას იუბილეს ულოცავს

1785916532
გიორგი ნიკოლავა

ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც თავის დედას იუბილეს ულოცავს.

იგი დედას სიყვარულისა და ზრუნვისთვის მადლობას უხდის და მოკლე ინფორმაციულ ბიორგრაფიასაც გვთავაზობს:

„დღეს დედა იუბილარია.

ერთ დროს მისი ოცნება ინგლისური ფილოლოგიის შესწავლა იყო, თუმცა ხელოვნების სიყვარულმა საბოლოოდ სხვა გზა აარჩევინა. საესტრადო-სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. როგორც კი პირველად შეაბიჯა თეატრის სცენაზე , მიხვდა, რომ ეს იყო მისი ნამდვილი ადგილი.

40 წელზე მეტი ერთგულად ემსახურა თეატრსა და მაყურებელს. ეს იყო არა მხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების მთავარი მოწოდება.

სხვაგვარად ვერც იქნებოდა რადგან მისი პედაგოგები იყვნენ — გურამ საღარაძე, გოგი გეგეჭკორი გიორგი ცაბაძე, შოთა მილორავა, რომელთა გამოცდილებამ და პროფესიონალიზმმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მის შემოქმედებით გზაზე.

დედა ხშირად ამბობს:

„მსახიობი სცენაზე უნდა იყოს მსახიობი. ცხოვრებაში მსახიობი ადამიანები ყველაზე საშიშები არიანო“.

ალბათ სწორედ ამიტომ არასოდეს უცდია სცენური როლების ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანა. სცენაზე იყო მსახიობი, ცხოვრებაში კი მუდამ გულწრფელია.

ps. ახლახან მთხოვა მობილური მიმეტანა, ვნახო „ფეისბუკზე“ ვის ვახსოვარ, ვინ მომილოცაო.

დარწმუნებული ვარ, ამ პოსტს რომ ნახავს, ძალიან გაუხარდება.

დედა, გილოცავ. მადლობა იმ სიყვარულისთვის, ზრუნვისთვის და სიკეთისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრება უანგაროდ გვჩუქნი. გისურვებ ჯანმრთელობას, და კიდევ უამრავ ბედნიერ დღეს“, - წერს გიორგი ნიკოლავა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გირჩევთ, რომ დღეს იმოქმედოთ დადგენილი ნორმების მიხედვით...“ - 5 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი

⭕ „ყველაზე ძველ, ტოქსიკურ და მძიმე მიჯაჭვულობას ვემშვიდობები...“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

⭕ სპათიფილუმი: მცენარე, რომელსაც ეზოტერიკაში მშვიდობის, ჰარმონიისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევენ - რას წერს თამუნა იოსელიანი