
„თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის“ კურსდამთავრებული ლევან მამულაშვილი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
გარდაცვლილ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ახლობლები ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან:
„ეჰ...გამიფრინდა ჩემი ტკბილად მოსაუბრე ლევან მამულაშვილი, უფალმა დაამკვიდროს სავანესა მართალთასა და განუსვენოს სადაცა მართალნი განისვენებენ“.
„ჩემო პატარა გიჟუნია, სულ რამდენიმე კვირის გაცნობილი მყავდი როცა ხუმრობით დედა დამიძახე და ასეც შეგვრჩა ბოლომდე ეს ზედმეტსახელები.
მე შენი კოლეჯის დედიკო ვიყავი შენ კი ჩემი შვილი... ბოლომდე... ნეტა შემეძლოს რამის შეცვლა, მშვიდად განისვენე“.
„ძალიან მიჭირს დაჯერება, რომ კიდევ ერთ ძვირფას მეგობარს ვემშვიდობები. ჯერ ნინი, და ახლა ლევანი… ორივე ისეთი ნათელი, მხიარული და თბილი ადამიანები იყვნენ, რომ მათი არყოფნა ამ სამყაროს ცარიელს და ჩუმს ხდის.
ლევანი ფოტოგრაფი იყო. სამყაროს სხვანაირი ,,კუთხიდან’’ უყურებდა და გვაჩვენებდა სილამაზეს. მისი პიროვნება, ყოფა და დამოკიდებულება ისეთივე საინტერესო იყო, როგორიც მისი ხედვა ობიექტივიდან. გულწრფელი, საინტერესო, გულღია და მუდამ ღიმილიანი იყო და ასეთი დარჩება ჩემს გონებაში“, - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.
ასევე დაგაინტერესებთ: