Digest Logo

„მითხრეს ასეთი ამბავია და ხელახლა უნდა მოინათლოო - მოკლედ ასეა, დავდივარ მესამე წელია მოუნათლავი“ - ირაკლი ოქრუაშვილი

1674129412
ირაკლი ოქრუაშვილი

ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე საკუთარი ნათლობის შესახებ ისტორიას აქვეყნებს და წერს, რომ შესაძლოა, მას მეორედ მოუწიოს მონათვლა.

„სიყალბე ჩვენი ცხოვრების თანამდევი, ჩემი კიდევ განსაკუთრებით.

1981 წელს მოვინათლე. სამი წლის წინ კი მითხრეს, რომ მღვდელს, რომელმაც ჩემი და ჩემი დის ნათლობა ჩაატარა 1979 წლიდან 1983 წლამდე ჩატარებული ყველა ნათლობა გაუუქმეს ნათლობის წესის არასწორად წარმართვის გამო. იმ ეპარქიის სასულიერო პირებთან, სადაც იმ დროს ის მღვდელი მოღვაწეობდა, ახლოს ვარ და რომ მითხრეს ასეთი ამბავია და ხელახლა უნდა მოინათლოო, გამეცინა და ვუთხარი - ნუ მემასხრებით სუფრა თუ გინდათ მაგის გარეშე ვიკისრებ მეთქი. ბოლოს მივხვდი რომ არ ხუმრობდნენ.

მოკლედ ასეა, დავდივარ მესამე წელია მოუნათლავი თუ ნახევრადმონათლული და ვერ გადამიწყვეტია - ხელახლა მოვინათლოო, ღმერთს უარესად არ ვაწყენინო, არ მოვინათლოო და იქნებ უარესზე მეტად ვაწყენინო.
რა გავაკეთო, მერე იქაც რომ არ მიმიღონ?

ნათლისღებას გილოცავთ.

პ.ს. 12 თუ 14 ნათლული მყავს და ისინიც მოუნათლავები გამოდიან თუ არა ეგ ვერ გავარკვიე“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ქალი ისეთ ვიდზე უნდა გადიოდეს გარეთ რომ...“ - კესარია აბრამიძე

🔵ნათლისღებას აღებულ წყალს სასწაული ძალა აქვს

🔵19 იანვარს ნათლისღებაა! - ყველაფერი, რაც ამ დღესასწაულის შესახებ უნდა იცოდეთ