ნათლისღებას ყველა ოჯახი ნაკურთხი წყლის შემოტანით აღნიშნავს. ამ დღეს ნათლიებისა და ნათლულების შეხვედრა - მოკითხვაც ტრადიციული რიტუალია.
საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ. ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც დიდხანს ძლებს და არ იხრწნება. ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს — მაცხოვრის ნათლისღებისას.
ზოგიერთ სოფელში, ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ ასხურებს.
„აიაზმა არის უდიდეს სასწაული ღვთისა. ნაკურთხი წყალი ყოველდღიურად უნდა მიიღოთ უზმოზე. ეცადეთ, ხშირად აკურთხოთ თქვენი საცხოვრისი, რომ მშვიდობამ და სიყვარულმა დაისადგუროს თქვენს ოჯახში!“, - აცხადებს უწმინდესი ილია მეორე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ვისთვის იწყება კარმული პერიოდი და რას უნდა ელოდოთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში
🔵18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
🔵სამსახურის შეცვლა, სასიყვარულო კავშირები და ფინანსები - როგორი იქნება 2022 წელი კუროსთვის?
🔵„დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, ის 20 დღის განმავლობაში ახდება“ - დღის დეტალური პროგნოზი