Digest Logo

„მიცვალებულებს დასცინეს, სიკვდილი გაუხარდათ...გვაგინეს, გვაფურთხეს, გვწყევლეს...“ - ნინო ახობაძე

1761660251
ნინო ახობაძე

ექიმი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კრიტიკოსებს მიმართავს.

მისი თქმით ადამიანები, რომლებიც სამშობლოს სიყვარულზე დებენ თავს, განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს ემტერებიან.

პოსტში ყურადღება არის გამახვილებული ადამიანის გარდაცვალებაზე, რომელსაც რადიკალები სიხარულით ხვდებიან და გარდაცვლილს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ:

„საჭმელში ჩაგვიფურთხეს.
შვილები დაგიწყევლეს.
შუა ქუჩაში გაწვნენ და ჩვეულებრივ ადამიანებს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს.
დალეწეს, დაწვეს... დედები შეგვიგინეს სიმღერა-სიმღერით.
ნაძვის ხესთან ბავშვები არ მიუშვეს, 9 აპრილს ცირკი მოაწყვეს - ლამის საშვები დააწესეს მემორიალთან მიმსვლელებისთვის.
ჯასტინ ტიმბერლეიკი-ანწუხელიძეს შეადარეს-ოღონდ ის შეაკვდა ქართულ დროშას და ამან ფეხებით გათელაო!
ლაზარე და მზია-გმირებად შერაცხეს.
უსინდისოდ იტყუებიან-პატიმრებს აწამებენო!
პატიმრების დედები სიმღერით ქუჩებში დადიან, ფერადი ქოლგებით !
ზოლიანი პიჟამოები ჩაიცვეს, იპერფორმანსეს...
ვისაც განსხვავებული აზრი გვაქვს-ამოწყვეტა გვისურვეს.
„აკროშკას“ და „ვინეგრეტს“ ვინც ვჭამდით-დაგვცინეს.
თავად სხვის ჭკუაზე მარშებით მოსეირნეებმა-მონები და რუსები გვეძახეს!
ხორუმი იცეკვეს.
ჩავარდნილი რევოლუცია ღობეს დააბრალეს!
გეგმა ვერ დაწერეს...
ლიდერები ციხეებში თავისი სურვილით ჩასხდნენ
ბეტმენის ფორმები ჩაიცვეს და რუსეთს „შეგეცით“ ეძახეს, ოღონდ რუსთაველიდან.
„ქვეყანა თავზე გვექცევაო“- ივიშვიშეს.
„აბა ომი გინდა“-ზე იხარხარეს.
ნათესავები და მეგობრები მოიძულეს
პატარა ბავშვები აქციებზე გამოიყვანეს და ინტერვიუები ჩამოართვეს!
სკოლებში შევიდნენ მეგაფონებით...
ლიდერებმა უცხოეთში იარეს თხოვნებით - ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩერეთო
აქციიდან მიშას პლაკატიანი სამი ცალი ქალი გააგდეს გულმოსულებმა - „აქ ნაცებს არაფერი ესაქმებათო“ და
თან ნანუკა ჟორჟოლიანს ეთაყვანებიან!
არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდნენ - ჩვენ ვართ მარტო ლეგიტიმურებიო!
37 წელი დაბრუნდაო-მხატვრებს და ექიმებს იჭერენო  - უმიზეზოდო! დაგვზაფრეს!
რკინის მამალი სცემეს, მუყაოს კრემლი ჩაქუჩებით დალეწეს.
პოლიციის მანქანაზე იცეკვეს.
ქუჩაში ლესბოსელების ზასაობა - ფერად სიყვარულად შერაცხეს.
გვაგინეს, გვაფურთხეს, გვწყევლეს...
და ბოლოს
მიცვალებულებს დასცინეს, სიკვდილი გაუხარდათ.
ოღონდ ეს ყველაფერი - სამშობლოს სიყვარულის სახელით აკეთეს.
და აკეთებენ.
და მომიტრიალდებიან და - კი მაგრამ, შენ რაღა გინდა, რამ გაგამწარაო!
ჰო რა, მამენტ - მე რამ გამამწარა როო?
არც სულხან მოლაშვილის ცოლი ვარ და არც ბუტა რობაქიძის დედა, არც სერგო თეთრაძის შვილი - ფეხებზე არ მკიდიაა?
რა ბედნიერები ხართ, ვისაც გკიდიათ
და ვისაც მხოლოდ ის გაბრაზებთ - რატომ ზის ციხეში ვიღაცა რეგვენი ზვიად ცეცხლაძე, არშემდგარი რევოლუციონერი.
დაელოდეთ. გამოვა და რუსეთს დაამარცხებს, და იქვე „რუსულ მთავრობასაც“ მოგაშორებთ“, - წერს ნინო ახობაძე.

ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გუშინ, 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას რადიკალური საზოგადოების მხრიდან არაერთი ცუდი კომენტარი მოჰყვა.

ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში წინა დღეებში მოგზაურობდა.

მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.

მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემო ყველაზე ერთგულო, საიმედო, საუკეთესო ძმაო...“ - ბერა ივანიშვილი ლაშა ბასლანძის გარდაცვალებაზე

⭕ „რომელი ექიმი განკურნავს მათ დაბინძურებულ სულს!... სამძიმარსაც არ გაცდიან...“ - ზურა ხაჩიძე ლაშა ბასლანძის გარდაცვალებაზე

🎥 „ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც მას მიუძღვნა“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი ლაშა ბასლანძის გარდაცვალებაზე