
„ევროვიზია 2025“ ნახევარფინალში მარიამ შენგელია მაყურებლის წინაშე მშვენივრად წარდგა.
სცენაზე ნომრის დასრულების შემდეგ მან წარმოთქვა სიტყვები - „საქართველო, მიყვარხარ! მადლობა, ევროპა!“.
მიუხედავად არაჩვეულებრივი ნომრისა, მარიამი ფინალში ვერ გადავიდა.
სოციალურ ქსელში მარიამის მხარდამჭერი უამრავი პოსტი გამოჩნდა, მათ შორის ცნობილი სახეებისაც, თუმცა ყველაზე მეტად საზოგადოებას მარიამის ყოფილი მეგობრის, ნუცა თოფურიას გამოხმაურება გაუკვირდა, რომელმაც პოლიტიკური შეხედულებების გამო მეგობარზე უარი თქვა:
„შენი მაქსიმუმი გააკეთე, ვამაყობ“, - წერს ნუცა თოფურია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვამაყობ საკუთარი თავით და ჩემი ქვეყნით“ - მარიამ შენგელიას პირველი კომენტარი