Digest Logo

„მიზეზი არავითარ შემთხვევაში არ არის ის, რომ მას შენზე გული შესტკივა და უნდა შენი პრობლემა გამოსწორდეს“ - რას წერს შორენა მეტრეველი

1769169264
 შორენა მეტრეველი

პიროვნული ზრდის მენტორი, ქოუჩი შორენა მეტრეველი სოციალურ ქსელში იმ კატეგორიის ადამიანებზე წერს, რომლებიც სხვების თანდასწრებით სხვადასხვა საკითხებზე მიგვითითებენ. 

მისი თქმით, ასეთი ადამიანების ეგო და სურვილია, დაგიმტკიცონ, რომ შენზე უკეთესები არიან:

„როდესაც ადამიანი სხვა ადამიანების თანდასწრებით მიგითითებს შენს პრობლემაზე ანუ გამხელს, შესაძლებელია ეს იყოს მეგობარი, ნათესავი, ძალიან ახლობელი ადამიანი - მიზეზი არავითარ შემთხვევაში არ არის ის, რომ მას შენზე გული შესტკივა  და უნდა შენი პრობლემა გამოსწორდეს.

❌ მიზეზი ყოველთვის მისი ეგოა და სურვილი იმის, რომ დაგიმტკიცოს, მე შენზე უკეთესი ვარ.

👌😌 რისთვის სჭირდება მას ეს და საიდან მოდის მისი ტკივილი? ძალიან ხშირად ეს მოდის:

✔️ შიდა კომპლექსებიდან

✔️ თვითდამტკიცების სურვილიდან

✔️ შედარების ჩვევიდან

✔️ დაუმუშავებელი ტკივილიდან, რომელიც ბავშვობაში გაჩნდა.

💡 ყველაზე ჯანსაღი რეაქცია ასეთ დროს არის:

ემოციურად არ ჩართვა;

საზღვრების დაწესება ან უბრალოდ იგნორირება, როცა ხედავ, რომ ადამიანი არა შენს დახმარებას, არამედ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებას ცდილობს“, - წერს შორენა მეტრეველი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„მთავარი პერსონა, ჩემო სიყვარულო“ - თიკა ფაცაცია შვილის ახალ კადრებს გვიზიარებს

🎥 კორექცია, ლინზა, თუ სათვალე - თვალის რომელი დაავადებები ვითარდება უსიმპტომოდ? 

ახდენს თუ არა გავლენას ადამიანის თვისებებსა და ხასიათზე მისი დაბადების პერიოდის სტიქია?